მუსიკა 30 წელი დინ რიდის გარდაცვალებიდან 2016, 13 ივნისი, 12:30 ზუსტად 30 წლის წინ გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე დინ რიდი, საბჭოთა პერიოდის ამერიკული სიმბოლო. დინ რიდი- ვინც 35 წელს გადაცილებულია ყველას იცის ეს სახელი, ხოლო ვისაც არ გაუგია, ნებისმიერი უფროსი თაობის ადამიანი აგიხსნით, თუ რას წარმოადგენდა დინ რიდი საბჭოთა ხალხისთვის. ლურჯთვალება ულამაზესი მამაკაცი, ბევრისთვის უფრო სიმპატიური, ვიდრე ალენ დელონი.იგი ძალზე პოპულარული იყო აღმოსავლეთ ევროპაში და ლათინურ ამერიკაში. დაიბადა 1938 წლის 22 სექტემბერს, დენვერში. შტატი კოლორადო.18 წლის ასაკში ჩაირიცხა კოლორადოს უნივერსიტეტში, მეტეორლოგიის განხრით.თუმცა 2 წლის შემდეგ მიატოვა სწავლა და ავტოსტოპით ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.იქვე დინ რიდმა კონტრაქტი დადო სტუდია Capitol Records-სთან. მისი პირველი დისკი "ჩვენი ზაფხულის რომანსი"(Our Summer Romance) სათავეში მოექცა ლათინური ამერიკის ჩარტებს, ხოლო1961 წელს აშშ-ს ტოპ-20-ში მოხვდა. მალე იგი არგენტინაში გადასახლდა, სადაც სადაც წერდა ალბომებს, იღებდნენ ფილმებში და ჰქონდა საკუთარი ტელეგადაცემაც. მალევე გამომჟღავნდა მისი მემარცხენე იდეები.დინ რიდმა მწვავედ გააკრიტიკა ვიეტნამის ომი და გამოდიოდა ბირთვული შეიარაღების წინააღმდეგ. 1966 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ იგი იტალიაში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე იტალიურ ვესტრნში გადაიღეს.პარალელურად იგი კვლავ აქტიურად აკრიტიკებდა აშშ-ს პოლიტიკას, რის გამოც დააკავეს კიდეც. პირველად იგი საბჭოთა კავშირს 1965 წელს ეწვია, მას უყვარდა საბჭოთა ხალხი და მასაც სიყვარულით უპასუხეს.პოლიტიკური იდეოლოგიიდან გამომდინარე 1973 წელს იგი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დასახლდა. აქვე მომღერალს იღებდნენ ფილმებში, აგრეთვე აქტიურად განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას.მისი მრწამსი კვლავ სოციალისტური იდეებით იყო მოცული. გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ ე.წ. პერსტროიკის შემდეგ, საბოლოოდ გაწბილებულმა 1986 წლიდან გადაწყვიტა ისევ სამშობლოში, აშშ-ში დაბრუნებულიყო. ტრაგიკულად დამთავრდა დინ რიდის სიცოცხლე.1986 წლის 13 ივნისს იგი გარდაცვლილი აღმოაჩინეს აღმოსავლეთ ბერლინში ცოიტენის ტბასთან, რომელიც საკუთარი სახლის მახლობლად იყო.ოფიციალური ვერსიით იგი წყალში დაიხრჩო, თუმცა რიდის მეგობრები ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. დინ რიდი 47 წლის იყო. 802 11-ს მოსწონს 1-ს არა
|