კულტურა "გაიხადეთ ჭამის დროა" - ინგლისში გაიხსნა რესტორანი, სადაც ყველა დედიშობილა სადილობს! 2016, 13 ივნისი, 11:17 ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გაიხსნა რესტორანი სადაც სტუმრები დედიშობილა სადილობენ ან ვახშმობენ. რესტორანს ჰქვია- ‘Bunyadi’, რომელიც ინდურად ძირითად, ბუნებრივს ნიშნავს. რესტორანი ლონდონში 3 თვის განმავლობაში იმუშავებს, კლიენტების სია ამ დროისთვის 46 000-ს გადააჭარბა. ამ უცნაურ რესტორანში მომხმარებელს შეეძლება ლამპის შუქზე ვახშმობა, რესტორანში მობილურის და ტექნოლოგიური მოწყობილობების შეტანა ან გამოყენება აკრძალულია. რესტორანის მენეჯერების განცხადებით, საჭმელები იქნება ბუნებრივი და ყველაზე განსხვავებული. კაცს ‘Bunyadi’-ში ერთჯერადი შესვლა მხოლოდ 60 სტერლინგი დაუჯდება(180-ლარზე ოდნავ მეტი).
მოგახსენებთ, რომ მსგავსი რესტორანი ავსტრალიის ქალაქ მელბურნშიც გაიხსნა. როგორც ჩანს ეს უკვე ტრენდად იქცა, რადგან უახლოეს მომავალში იგივე სტილის რესტორანის გახსნა იგეგმება იაპონიის დედაქალაქ ტოკიოშიც! პირველი "შიშველი რესტორანი" ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გაიხსნა, კლიენტები რესტორანში სადილისთვის 46 000 კაციან რიგში დგანან, როგორც ცნობილია მიმტანები საცვლებით მოემსახურებიან კლიენტებს. ლონდონში გახსნილი რესტორანი პირველია მსოფლიო მასშტაბით. რესტორანის უფროსები ინდოელები არიან და კერძებიც ძირითადად ინდურ სამზარეულოს ეკუთვნის! ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გახსნილი რესტორანიც ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს ქვეყნის მასშტაბით. რესტორანს ყოველდღიურად 800-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. აქაც როგორც ინგლისში, მიმტანები საცვლებით ემსახურებიან კლიენტებს.
მესამე რესტრანი იხსნება იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, მაგრამ ცოტა არიყოს განსხვავებული. ტოკიოს რესტორანს Armita - ერქმევა. რესტორანში დედიშობილა სადილი არ იქნება შესაძლებელი, ამისთვის სპეციალურად ქაღალდის საცვლები დარიგდება. ამასთან ერთად რესტორანში იცეკვებენ მოდელი მამაკაცები. რესტორანში შესვლისდა ამ სიამოვნებების მიღების ფასი 780 დოლარია! უკანასკნელი ინფორმაციით ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ტოკიოს რესტორანში ასევე არ შეუშვებენ ჭარბწონიან მოქალაქეებს. რესტორნის გახსნის თარითი ჯერ-ჯერობით უცნობია!
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 628 8-ს მოსწონს
|