ქალი და მამაკაცი კაცები რომ ქალებივით იქცეოდნენ (სახალისო ფოტოკრებული) 2016, 13 ივნისი, 9:26 სოციალურ ქსელებზე იმდენად ვართ დამოკიდებულნი, რომ დედამიწის მაცხოვრებელ 90%-ს წარმოუდგენლად მიაჩნია მის გარეშე არსებობა. ჯერ მარტო instagram-ზე არ გავა დღე, მისმა აქტიურმა მომხმარებელმა გოგონებმა არ ატვირთონ საკუთარი ფოტო- აბაზანაში, ყავის მირთმევის პროცესში, სანაპიროზე ბიკინში, შიშველი პიკანტური ფორმების ამსახველი, სპორტ დარბაზებში ვარჯიშის დროს, მგზავრობისას, სადილობისას, სარკეში... და ა.შ. არ ვიცი საით მიექანება მსოფლიო, თუმცა "აქაუნთ" brosbeingbasic-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს ცოტა გაგვამხირულონ და წარმოგვიდგინეს სახალისო ფოტოკრებული- "კაცები რომ ქალებივით იქცეოდნენ" იქნებოდა თუ არა ისევე მიმზიდველი? ფოტოპროექტში რაღა თქმა უნდა მონაწილეობა მიიღეს მამაკაცებმა და ადვილი მისახვედრია, რომ კადრებში ისინი განასახიერებენ გოგონებს instagram-დან.
ისღა დამრჩენია პოზიტიური განწყობა დაგიტოვოთ და ამ სახალისო ფოტოკრებულით დროებით დაგემშვიდობოთ: 1. ღმერთო ჩემო, რა იდეალური ხედია, აბა ყველა ვსიყვარულობთ და ვეხუტებით! 2. ესეც მე- ქალთევზა. 3. მე და ჩემი მეგობრები კოქტეილს "ვწრუპამთ". 4. ჩვენ და ჩვენი იოგა, მთელი სხეული კმაყოფილია. 5. ჩემს ფუმფულასთან ერთად. 6. ჩემს "ოთხფეხა ყეფარა" მეგობარს ძალიან მოეწონა ეს არაჩვეულებრივი ხედი. 7. "ვაგდივარ" დივანზე, მივირთმევ ჩემს საყვარელ ნაყინს და ვუყურებ ფილმს. 8. სპორტ დარბაზში ვარჯიშის შემდეგ დაღლილებმა განტვირთვა გადავწყვიტეთ. 9. ესეც ჩვენ "შოპინგის" შემდეგ. 10. მე ჩემს შედევრ ბაჭიასთან ერთად. 11. ვასეირნებ მეგობარს, ვსვამ ღვინოს და ვტკბები ცხოვრებით. 12. ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ. 13. პირდაპირ ცეცხლის წინ ვისხედით მე და ჩემი განუყრელები და ვსვამდით "კოსმოპოლიტენს". 14. შესვენების, ყველაზე არომატული ყავის მირთმევის და სიყვარულზე ფიქრის დროს... 15. დილას მზის სხივებთან ერთად ვდგები, ვიწყებ ჰიგიენით და ვიმუხტები პოზიტიური განწყობით. 16. ჩემთვის განცხრომა. 17. მრავალ შობას... 18. ასე ვატარებ დროს სასტუმროში. 19. ყველაზე რომანტიული- ჩემი ოცნების ქალაქი. 20. ესეც მე ყვავილებში. 21. დედობრივი გრძნობა- წარმოუდგენელი რამაა. 1283 19-ს მოსწონს
|