დედამიწა ორი პლანეტისგან შედგება - როგორ წარმოიშვა დედამიწა
ახალი გამოკვლევების მეშვეობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწა ძლიერი შეჯახების დროს წარმოიშვა. პლანეტა "ტეია", რომელიც იყო მთვარის ზომის, დაეჯახა დედამიწას 4, 5 მილიარდი წლის წინ, როდესაც ჩვენი პლანეტა სულ რაღაც 100 მილიონი წლის იყო.
შეჯახების ძალამ გამოიწვია ის, რომ დედამიწა და ტეია "შეერთდნენ" ერთ პლანეტად, ხოლო ერთი ნაწილის მეშვეობით რომელიც გამოეყო ჩვენს პლანეტას და ორბიტას გასცა წარმოისვა მთვარე.
მეცნიერებმა მთვარის ქვები შეისწავლეს ( რომელიც "მისია აპოლონ 3-ს" მეშვეობით იშოვეს ) და შეადარეს ვულკანებს გავაისა და არიზონაში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მათ შორის განსხვავება არ აღმოჩნდა, ამიტომ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დედამიწისა და მთვარის ქვებს ( მთის ქანებს ) აქვთ ერთნაირი ქიმიური შემადგენლობა. გამოკვლევების ავტორმა ედვარდ იანგმა განაცხადა, რომ ტეია ერთნაირად შეერწყა როგორც მთვარეს ასევე დედამიწას.
მეცნიერები თავიანთ გამოკვლევაში ცდილობდნენ გაეცათ პასუხი კითხვა: თუ როგორ წარმოიშვა დედამიწა. ისინი ცდილობენ გაარკვიონ შეჯახების დროს "გაქრა" თუ არა წყალი მთლიანად დედამიწაზე და არსებობდა თუ არა დედამიწა უწყლოდ იქამდე, სანამ მასზე არ ჩამოვარდნენ ასტეროიდები, რომლებიც შეიცავდნენ წყალს.