მერე რა, რომ გავიზარდე დედა
მე მიყვარხარ ძველებურად დედა
დღეს ხომ შენი დაბადების დღეა?
დამიბერდი ჩემო კარგო ნელა.
გავიზარდე მეც ნელ-ნელა - ხედავ?
გოგონა ვარ უკვე დიდი, დედა.
მერე რა, თუ გემატება წლები?
ისეთი ხარ მგონი შურით ვსკდები
შენი სახე, თვალი, წარბ წამწამი
ტუჩზე მუქად მოცხებული საცხი
ყველაფერი მემეტება დედა...
მართლა ვწუხვარ, რომ არ გგარავ დედა.
შენ ისეთი კარგი ხარ და წმინდა
ყოველ წამში მოფერება მინდა!
ზოგჯერ ჩნდება ნაპრალები ჩვენში,
რომ ვერ ვლახავთ ორივენი ხვდები?
მაგრამ ამას ნუ იდარდებ დედა,
დღეს ხომ შენი დაბადების დღეა?
დამიბერდი ჩემო კარგო ნელა!
მე გულს გჩუქნი, მოუარე დედა!