ქალი და მამაკაცი პუტკუნების ბნელი მხარეები 2016, 10 ივნისი, 11:09 ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარულია მთელს მსოფლიოში ე.წ. body positive-ს იდეა (პოზიტიური სხეული). როგორც ცხადია, მოქმედი მოძრაობა მხარს უჭერს სილამაზის სხვადასხვა სტანდარტებს. პლუს-ზომის მოდელები განსაკუთრებით გაახარა ამ ტენდენციამ, რადგან რემბრანტის დანას შემდეგ მათთვის ნამდვილად ოქროს ხანა დადგა. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ბევრი არ ეთანხმება ამ იდეებს.
ონლაინ პროექტ Thinnerbeauty-ს ავტორებმა გადაწყვიტეს პლუს-ზომის მოდელების ბნელი მხარეები სააშკაროზე გამოეტანათ და ამით დაემტკიცებინათ ის ფაქტი, რომ მათი მიდრეკილება სიმსუქნის მიმართ დაუმარცხებელია. მოცემული ანალიზის შედეგად, რომელიც რაღა თქმა უნდა პროგრამა Photoshop-ის წყალობით მოახდინეს, დაგვანახეს ამ პუტკუნების სილამაზე სხვა, "გამხდარი" რაკურსით. მოდელების პიკანტური ფორმები საგრძნობლად შეამცირეს და წარმოგვიდგინეს დამუშავებული ფოტო რეალურთან ერთად მარტივი ანალიზისთვის. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ ამერიკაში 34.9% მოზარდებისა ჭარბი წონის მსხვერპლია, 65% კი საკმაოდ მსუქანია. ამიტომ Thinnerbeauty-ს წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ მუდმივად მოვახდინოთ საკუთარი თავისა და შესაბამისად წონის კონტროლი, რადგან ყოველთვის გვქონდეს უკეთესი განწყობა და სწრაფვა ცხოვრებისაკენ. ეროვნული ეპიდემიის ეფექტი ნამდვილად შთამბეჭდავია (სიმსუქნე), ასობით მილიარდი დოლარი და საბოლოოდ წლიური ჯამი 200 მილიონ $-ს აღწევს, რომელიც სამედიცინო ხარჯებისთვისაა განკუთვნილი, მათი სათავე კი რაღა თქმა უნდა ჭარბი წონაა. P.S. დაიმარხეთ გონებაში ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეამცირეთ სამედიცინო და "საბაზრე" ხარჯები და იყავით მუდამ ლაღები, ლამაზები და ჯანმრთელები. ისღა დამრჩენია პროექტ Thinnerbeauty-ს ავტორების მიერ შედგენილი ფოტოკრებული წარმოგიდგინოთ, რომელზედ პლუს-ზომის მოდელები არიან მარცხნივ ბუნებრივი ფორმებით და მარჯვნივ კი Photoshop-ით დამუშავებული- შემცირებული პიკანტური ფორმებით და თავად გააკეთეთ ანალიზი რომელი უფრო მიმზიდველია. 1094 17-ს მოსწონს
|