საქართველო თამაზ მეჭიაურის ახალი პარტია 2016, 8 ივნისი, 18:32 თამაზ მეჭიაურის ახალი პარტია სახელწოდებით “თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“
ჯემალ სეფიაშვილი, ლალი მოროშკინა, ია მეტრეველი, დავით ფაცაცია და სანდრო ბრეგაძე ეს არის ხუთეული რომელიც ახლა უკვე ქართული ოცნებიდან წასულმა თამაზ მეჭიაურმა საკუთარი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრებად წარადგინა. თამაზ მეჭიაურის პოლიტიკური გუნდის მთავარი დაპირება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, თანამშრომლობა ყველასთან მათ შორის რუსეთთანაც თუმცა როგორც თავად ამბობს პროქართული იდეოლოგიით.დაპირებების ჩამონათვალში ერთ-ერთი მთავარი სამართლიანობის აღდგენაა. თამაზ მეჭიაურის განცხადება - მთავარი პრინციპი იქნება ის რომ ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული გარედან არცერთი ქვეყნის ჩარევაზე, არც დასავლეთიდან არც ჩრდილოეთიდან და არც ნებისმიერი მიმართულებიდან, ასევე ჩვენი ყოველი ნაბიჯი მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი ინტერესის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ. თამაზ მეჭიაურმა საზოგადოებას გუნდი გააცნო თუმცა დეტალურად არ უსაუბრია დაფინანსების წყაროებზე, სამაგიეროდ დეტალურად ისაუბრა ვისთან ითანამშრომლებს და ვისთან არა, ამბობს რომ ითანამშრომლებს ყველასთან ნაციონალური მოძრაობისა და მისგან პორტირებული პოლიტიკოსების გარდა. 144 2-ს მოსწონს
|