საქართველო თბილისი დასახელდა ევროპის ყველაზე ცუდ ქალაქად 2012, 5 დეკემბერი, 23:38 ტრანსნაციონალური კომპანია „მერსერი“ -ს გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ცნობილი გახდა რომ ყველაზე კარგი ქალაქი ცხოვრების ხარისხით ვენაა.გამოკითხვაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისში ნამყოფი უცხოელები.„მერსერი“ უმსხვილესი კომპანიაა, ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში მუშაობს და ყოველწლიურად მათ ქალაქებში ცხოვრების ხარისხს იკვლევს.კომპანია კვლევას ინფრასტრუქტურის მიხედვითაც ატარებს. თბილისი ამ სიაშიც ყველაზე ცუდ ქალაქთა შორის მოხვდა. ის საერთო რეიტინგში 201-ე ადგილზეა, ერევანი 189-ზე. ეს კვლევა კეთდება ცივი და ცხელი წყლის, ელექტროენერგიის, ინტერნეტის და ტელეფონის ხელმისაწვდომობით, ფოსტის მუშაობის ხარისხის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და აეროპორტების მიხედვით კეთდება.სინგაპური დასახელდა საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქად.როგორც სლაგინ პარკატილი აცხადებს: „გერმანიისა და დანიის ინფრასტრუქტურა მსოფლიოში საუკეთესოა, პირველი კლასის აეროპორტითა და სხვა ბევრი კარგი კომუნალური სტრუქტურებით“, 316 4-ს მოსწონს
|