x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
უნდა სჯეროდეს თანამედროვე ადამიანს ღმეთის?

უნდა სჯეროდეს თანამედროვე ადამიანს ღმეთის?


image
















რელიგია ყოველთვის ადამიანთან ერთად მოდიოდა. ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: "ღმერთი დიდი ხანია მკვდარია, უბრალოდ ადამიანმა არ იცის ამის შესახებ."

თანამედროვე მეცნიერება ყოველდღე გიგანტურ ნაბიჯს აკერებს წინ. მას შეუძლია თითქმის ყველა იმ მოვლენის ახსნა რაც ადრე სასწაულად ითვლებოდა. ერიხ ფრომი წერს: "ადამიანი ღმერთებს მიმართავდა, რათა მისი ის პრაქტიკულ საჭიროებები დაეკმაყოფილებინა, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფდა, და ის, რასაც არ სთხოვდა უკვე მის ძალაუფლებაში იყო. რაც უფრო ღრმად ესმის ადამიანს ბუნების და რაც უფრო მეტად ეუფლება მას, მით უფრო ნაკლები ხდება რელიგიის საჭიროება.."
მეცნიერებას შეუძლია თავისუფლად იპოვოს ბიბლიური კატასტროფების ახსნა განმარტება.

"ბუნებაზე ადამიანის კონტროლის ზრდით რელიგიას უნდა მოვეკიდოთ, როგორც ილუზიას, რომელიც სულ უფრო და უფრო არასაჭირო ხდება.."


ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ რელიგია და რწმენა სხვადასხვა რამეა. "ზოგიერთისთვის გამოსავალი - რელიგიისკენ დაბრუნებაშია: არა იმისათვის, რომ იწამოს, არამედ იმისათვის, რომ აუტანელი ეჭვისგან გადარჩეს; ისინი ამაზე მიდიან არა ღვთის მოსაობის არამედ უსაფრთხოების გამო."



რელიგია ყოველთვის აშინებდა ადამიანს სასჯელით. როგორც ყველამ იცით რელიგია მრავალი არსებობს და ყველგან არის სამოთხე და ჯოჯოხეთი და ყველგან არის სასჯელი, ეკლესია ამ სასჯელით ყოველთვის აშინებდა ადამიანს. ეკლესიას ყოველთვის დიდი ძალაუფლება ჰქონდა, ერთი უბრალო ეჭვის გამო მას შეეძლო ადამიანის ცეცხლზე დაწვა. და ეს ღმერთის ნებად ითვლებოდა. ადამიანი ადრეც და ახლაც კლავს ღმერთის სახელზე და ეს სწორი საქციელი ჰგონიათ. ფროიდი ამბობს, რომ "რელიგია სახიფათოა, რადგანაც აშუქებს ცუდ ადამიანურ განწყობებს, რომლებთანაც დაკავშირებული იყო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში; შემდგომ, აჩვევს რა ადამიანებს ილუზიების დაჯერებას და კრძალავს რა კრიტიკულ აზროვნებას, რელიგია პასუხისმგებელია გონებრივი უნარის გაღატაკებაზე.."


რელიგია თითქმის კერპების დონემდეა დაყვანილი. ერიხ ფრომი წერს, "კერპები არ არის მხოლოდ ქვისა და ხის გამოსახულებები. კერპები შეიძლება გახდეს სიტყვები, მანქანები, სახელმწიფო, ხელისუფლება და პოლიტიკური ჯგუფები. ბევრისთვის კერპად თვით ღმეთი გახდა.."




ლოცვა - ეს პატიებაა.. ილოცეთ და მიიღებთ სასურველს. მაგრამ სადამდე დავიდა ეს "ილოცეთ და მიიღებთ სასურველს"? ჩვენ აღარ გვინდა ხელის განძრევა უბრალოდ ღმერთს ვავალდებულებთ რომ ლოცვის შემდეგ ჩვენ მოგვცეს ის რაც გვინდა. და თუ ჩვენ არ ვღებულობთ იმას რასაც ვითხოვთ (მაგ.: სახლი, მანქანა, ფული, სამსახური..) ჩვენ ყველაფერს ღმერთს ვაბრალებთ, "ღმერთმა არ მომცა"..
"ადამიანმა უნდა ისწავლოს რეალობაში ცხოვრება. თუ მან იცის, რომ ვერაფერს დაეყრდნობა, გარდა საკუთარი ძალებისა, იგი მათ სწორედ გამოყენებას ისწავლის."


რატომ ეშინია ადამიანს ცოდვის ჩადენის? ერიხ ფრომი წერს, "ავტორიტალური მიდგომისას საკუთარი ცოდვილების აღიარება შიშს იწვევს, რადგანაც ცოდვის ჩადენა - ნიშნავს ძლევამოსილი ძალაუფლებისადმი არდამორჩილებას, რომელიც ცოდვას გარდაუვლად დასჯის.."


თუ რას წარმოადგენს ეს სამყარო ერიხ ფრომმა მშვენივრად აღწერა, "არსებული სამყარო წარმოიშვა ადამიანის დაცემისგან და ღმერთისადმი მტრულობის წარმოშობის გამო და, მაშასადამე, წარმოადგენს ბოროტების დაბადებას, ან შუალედურ არსებობას.."


და კითხვაზე უნდა სჯეროდეს თანამედროვე ადამიანს ღმეთის, მაინც რთულია პასუხის გაცემა. ამ ცხოვრებაში ღმერთის საჭიროება მინიმუმდეა დაყვანილი, მაგრამ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი..
თანამედროვე ადამიანი შეეჩვია დაეყრდნოს მედიცინას, მეცნიერებას და სხვა, ამ ცხოვრებაში მას ღმერთი აღარ სჭირდება, მაგრამ მას აქვს შიში ჯოჯოხეთის ( და არა ღმერთის ), შიში იმისა რომ ცხოვრების შემდეგ დაისჯება თავისი ცოდვების გამო და ამ შიშის გამო სჭირდება მას ღმეთი..

3
561
9-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
561
  
2016, 9 ივნისი, 16:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Guns N Roses-ის კომენტარზე
2016, 9 ივნისი, 15:23
საქართველოში 70-80% ალბათ :დ
2016, 9 ივნისი, 12:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3