სხვა მუჰამედ ალის ქალიშვილი ჰანა:ყველა ორგანო გაითიშა,მაგრამ გული კიდევ 30 წუთი ფეთქავდა 2016, 5 ივნისი, 9:24 მე-20 საუკუნის უდიდესი მოკრივის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები, მისმა ქალიშვილმა ჰანამ "ინსტაგრამზე" აღწერა.ოჯახის წევრები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ალის გვერდში ედგნენ, "ვეხვეოდით, ვკოცნიდით, ხელიხელჩაჭიდებულები მუსულმანურ ლოცვებს ვიმეორებდით."
–ყველა მისი ორგანო გაითიშა, გული კი მთელი 30 წუთი კიდევ განაგრძობდა ფეთქვას.არავის არაფერი უნახია მსგავსი.ესაა მისი სულის და ნების ჭეშმარიტი ძალა-წერს ჰანა "ინსტაგრამზე." " გული ძალიან დაგვწყდა, მაგრამ ამასთანავე ბედნიერები ვართ, რომ მამა თავისუფალია.ვცდილობდით ვყოფილიყავით ძლიერები და ყურში ჩავჩურჩულებდით:"ახლა შეგიძლია წახვიდე, ჩვენ ყველაფერი რიგზე გვექნება.გვიყვარხართ.მადლობა.." მამაჩვენი იყო "მთა მორჩილი!"და ახლა ის წავიდა სახლში ღმერთთან, ილოცეთ მისი მშვენიერი სულისთვის და მისი მომავალი ბედნიერი მოგზაურობისთვის.ღმერთი დაგლოცავს შენ მამა. ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ!"-ასე ემშვიდოებება ჰანა უდიდეს მოკრივეს. ამასობაში კი უამრავმა სპორტსმენმა, პოლიტიკოსმა, ხელოვანმა თუ უბრალოდ რიგითმა მოქალაქემ პატივი მიაგო მუჰამედ ალის ხსოვნას.გამოხმაურება უამრავია. მოკრივე ფროიდ მაიზევერმა მუჰამედ ალის შავკანიანთა ხმა უწოდა მთელს პლანეტაზე:"მსოფლიოში აღარასდროს იქნება მეორე მუჰამედ ალი, ის სჭირდებოდა ყველა შავაკანიანს.ის ხმა იყო ჩვენი." ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ალის უწოდა "სპორტსმენი, რომელიც სპორტის ფარგლებს გასცდა." ჯორჯ ფორმანმა, რომელმაც ალისთან 1974 წელს წააგო ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ალის უწოდა "პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი." "ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მისი ზრდას და თავდაჯერებულობაა. წარმატებას მოზრდილობიდან სრულწლოვანებამდე, მის რელიგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებმაც აიძულეს რთული გადაწყვეტილებები მიეღო და ეწვნია მისი შედეგები. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაბედულად მოქმედებდა რინგზე მთელი თავის ცხოვრების მანძილზე, შთააგონებდა ახალგაზრდობს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს და ირონიულად უყურებდა თავის ჯანმრთელობას"-ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ს ექს-პრეზიდენტამ ბილ კლინტონმა. შეგახსნებთ, პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი, მუჰამედ ალი 3 ივნისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. 622 6-ს მოსწონს 1-ს არა
|