ქალი და მამაკაცი "მამაკაცი ქალთან იქცევა ისე, რის უფლებასაც აძლევს მას ქალი". 2016, 4 ივნისი, 20:00 ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის აი ეს ფრაზა- " მამაკაცი ქალთან იქცევა ისე, რის უფლებასაც აძლევს მას ქალი". რა, სერიოზულად გჯერათ ამის თქვენ?
არა, მოიშორეთ ეს აზრი, დაივიწყეთ. ეს მოიგონეს მამაკაცებმა, ვისთვისაც ასე უფრო მოხერხებულია. მოხერხებულია მოიქცეს პირუტყვივით ან წავიდეს ინგლისურად, ან იტანჯოს როგორც პიერომ, ან დაიპყროს სამყაროს ყველა ვარსკვლავი როგორც გეტსბმა, ან საზიზღრად იძიოს შური როგორც ჰიტკლიფმა, ან ვერ შეამჩნიოს და დასცინოს როგორც მისტერ როჩესტერმა. ქალი კი აქ საერთოდ არაფერ შუაშია. თუმცა მას სჯერა, რომ მხოლოდ მის ქცევებს შეუძლია აიძულოს მამაკაცი მოიქცეს მასთან განსაკუთრებულად სხვაგვარად. მას სიამოვნებს ის აზრი, რომ მამაკაცზე აქვს ზეგავლენა. ხოლო შემდეგ, წარუმატებელი შედეგებისას, კომპლექსებში ვეხვევით: " ეს მე გავაფუჭე ყველაფერი, იმიტომ რომ ნება მივეცი გავეთელე ფეხქვეშ!" კიდევ გიმეორებთ. მოიშორეთ ეს აზრი. რამდენჯერ, არც ერთი წამი უფლება არ მიმიცია – მაგრამ ის აკეთებდა. რამდენჯერ პირიქით, ნებას ვაძლევდი ( დავეპყარი, შევეჭამე, მივეტოვებიე, გამშორებოდა, შევძულებოდი, ცოლად მოვეყვანე, ვყვარებოდი ან გადავეყვარე) - მაგრამ ის მაინც ყველაფერს თავისებურად აკეთებდა. ნებისმიერ სიტუაციაში ქალთან მამაკაცი იქცევა ისე, რის საშუალებასაც აძლევს მას აღზრდა და ინტელექტუალური განვითარების დონე. და არა ქალი. 1483 20-ს მოსწონს
|