x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქართველმა ბიზნესმენმა ფილმი "მიმინო" "მოსფილმისგან" გამოისყიდა მეორე ნაწილის გაგრძელების უფლებით
imageქართველმა ბიზნესმენმა ზურაბ ჩიგოგიძემ, რომელიც საქართველოში უმსხვილეს რადიოჰოლდინგის მფლობელია(ფორტუნა, ფორტუნა+, არ დაიდარდო და ავტორადიო)"მოსფილმისგან" შეისყიდა ლეგენდარული ფილმი "მიმინო", გაგრძელების უფლებით.


უახლოეს მომავალში დაიწყება ფილმის გადაღება, განუცხადა ზურაბ ჩიგოგიძემ RNS-ს.


"ჩვენ შევისყიდეთ ფილმის გაგრძელების უფლება, ახალ ფილმს "მიმინო-ფრენა გრძელდება" ერქმევა, უახლოეს ხანებში დაიწყება გადაღებები"-აღნიშნა ჩიგოგიძემ.


სხვა დეტალებზე ჩიგოგიძეს აღარ უსაუბრია.ფილმის შესყიდვა მოხდა "მოსფილმისგან", აგრეთვე პერსონალური ავტორებისგან:გიორგი დანელიასგან, რევაზ გაბრიაძესგან და ვიქტორია ტოკარევასგან.მუსიკაც ცალკე იქნა შესყიდული კომპოზიტორ გიორგი ყანჩელისგან.



image


რეჟისორ გიორგი დანელიას კომედიური მხატვრული ფილმი 1977 წელს გადაიღეს. მთავარ როლებს ასრულებდნენ ვახტანგ კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი.


საბჭოთა პერიოდის ამ კომედიამ 1977 წელს ოქროს პრემია მიიღო მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე.ფილმმა უდიდესი წარმატება მოიპოვა მაყურებლებში. ფრაზები ფილმიდან ხალხმა ახლაც ზეპირად იცის.კინოგაქირავებაში ფილმმა 1978 წელს მე-17 ადგილი დაიკავა( 24, 4 მლნ.მაყურებელი)


დამდგმელ-რეჟისორებს და მთავარი როლის შემსრულებლებს სახელმწიფო პრემია გადაეცათ.


imageზურაბ ჩიგოგიძე ქართული კომპანია Niltex Holding-ის მფლობელია, აგრეთვე ფლობს საქართველოში «Газпром-медиа»-ია არხების ტრანსლაციის უფლებას.(ТНТ, «Пятница» და სხვა.)აგრეთვე СТС-ს, Viasat-ს, Amedia-ს და სხვა.

3
472
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
472
  
2016, 1 ივნისი, 22:25
ლარისა ივანოვნას მაგივრად ალბათ ვინმე ამერიკელი ნაშა გაიჩითება
2016, 1 ივნისი, 22:22
პრაქტიკიდან გამომდინარე გაგრძელება უმეტეს შემთხვევასი პირველ ვარიანტს ჩამორჩება ხოლმე....ვნახოთ
2016, 1 ივნისი, 22:13
ივარგებს ვითომ?
0 1 3