x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეტი ფერი! ფერების 5 ყველაზე მოდური კომბინაცია 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის
image

გაზაფხული და განსაკუთრებით ზაფხული, ფერადი სამოსის დემონსტრირებისთვის საუკეთესო დრო არის. და მნიშვნელობა არა აქვს არჩეული სამოსის სტილს. ფერების დამატება კაბაზეც შეიძლება, ქვედაბოლოზეც და კლასიკური სტილის შარვალზეც კი! აქ წარმოდგენილი ტრენდები დაგეხმარებათ, ამ ზაფხულის მოდური ფერების (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, ცისფერი და ლურჯი) სწორედ კომბინირებაში. გამოიყენეთ ეს რჩევები და ამ სეზონზე, ყველაზე მოდურად ჩაცმული იქნებით!


image

წითელი (ვარდისფერი) + ცისფერი


image

image

ამ ფერების კომბინაცია, კოლორილების კლასიკა არის, მაგრამ ამის გამო ის ნაკლებად მოდური არ არის 2016 წელს. ფერთა ეს შეწყობა იმითაც არის «მოსახერხებელი», რომ მასთან ერთად, სხვა ფერების დამატებაც შეიძლება. მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ «3 ფერის» წესი, რომელიც ერთდროულად, მხოლოდ 3 სხვადასხვა ფერის ტანსაცმლის ტარებას გულისხმობს.



image

ნარინჯისფერი + ლურჯი


image

ნარინჯისფერი — საკმარისად რთული ფერია, რომელიც ყველა ფერთან არ «მეგობრობს», ამის გამო, ის მოდის ბევრ მიმდევარს არ მოსწონს. მაგრამ, მუქი ლურჯი (navy blue) სამოსი იდეალური მეწყვილეა ნარინჯისფერი ნივთისთვის. ის სხვა ფერებთან შედარებით ყველაზე მეტად «ამშვიდებს» მას.


image

ღია ცისფერი + ნარინჯისფერი


image

ამ დუეტში კი, ნარინჯისფერი შეუდარებლად გამოიყურება, მასთან წყვილში მყოფი ღია ცისფერი ფერის წყალობით, რომელიც მისთვის ნეიტრალური «ფონის» ფუნქციას ასრულებს.

image

მწვანე + ლურჯი


image

მუქი ლურჯი და მუქი მწვანე, თითქოს, შესაფერისი კომბინაცია არ არის, წლის თბილი სეზონისთვის. თუმცა, სტილისტები და დიზაინერები დარწმუნებულები არიან, რომ ფერების ეს შეწყობა, ამ სეზონის ჰიტი გახდება. ამიტომ, ტანსაცმლის შერჩევის დროს, ყურადღება მიაქციეთ ფერთა ამ გამას. აღნიშნული ფერების კომბინაციის დადებითი მხარე ისიც არის, რომ მასთან ერთად, ნებისმიერი ფერის ფეხსაცმლის და აქსესუარების ტარება შეიძლება.


image

ყვითელი + ბეჟი


image

ამ სეზონზე კაშკაშა ფერები არის მოდაში, რისთვისაც «მადლობა» მას უნდა ვუთხრათ, ვინც მოდური ტრენდების ჩამონათვალში, 80-იანები დააბრუნა. მაგრამ, მაგ., იადონისფერი ყვითელი ფერის «მორჯულება» ადვილი არ არის. მისი შავთან და თეთრთან მიქსი შესაძლებელია, მაგრამ ძველმოდურია. ამიტომ, ყველაზე მისაღები და მოდური ამ სეზონზე, ყვითელთან ერთად, ხორცისფერი ანუ ბეჟია ფერი არის.

0
433
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0