კულტურა წითელი ქალების ტომი... ყველაზე მომხიბვლელი ტომი მსოფლიოში 2016, 1 ივნისი, 10:40 კიდევ ერთი უცნაური თემა, დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოს ერთ-ერთ
უცნაურ ტომს, რომლებიც არსებობას განაგრძობენ აფრიკის კონტინენტზე. მათ ეძახიან
ჰიმბალებს, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, წითელ ქალების ტომს. დღესდღეობით
ოფიციალურად ჩრდილოეთ ნამიბიის, კუნენეს რეგიონში არიან გავრცელებულნი.
რიცხობრივი რაოდენობით დაახლოებით 30 000-მდე წითელი ქალი ცხოვრობს ამ ტერიტორიებზე. ისტორია ჰიმბალებზე გერმანელ მისიონერების ცხოვრების სტილმა ძლიერად იმოქმედა, ამას მოჰყვა კონფლიქტები ნამასების ტომებთან. საერთოდ ჰიმბას ტომის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ტომს მშვიდობიანი წარსული არ ჰქონია. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ცხელ წერტილებში: ანგოლასთან ომში, ნამიბიის დამოუკიდებლობის ომში და მეზობელ ტომებთან ომებში. 1904 წელს გერმანიის კოლონიური ჰოლოკოსტის მმართველობამ როგორც ჰიმბებს, ასევე ჰერეროებს და ნამასებს ერთდროულად თავს დაესხა და გაანადგურა. 1920 წლიდან ნამიბია გადავიდა სამხრეთ აფრიკის კონტროლის ქვეშ, რამაც ტომებზე დადებითად იმოქმედა, განსაკუთრებით ჰიმბალებზე, რომლებსაც სამხრეთ აფრიკის მართველობამ დაცული, უსაფრთხო ტერიტორია გადასცა საცხოვრებლად. ასე უნდა გაგარძელებულიყო 70 წლის განმავლობაში, თუმცა 1980-იან წლების დასასრულისკენ, ჰიმბალების ტომს უკვე გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა, რაც განაპირობა ძლიერმა გვალვამ, რის შედეგადაც საქონლის 90 % დაიღუპა. ტომის მოსახლეთაგან უმეტეს ნაწილმა თავი ქალაქ ოპოვუს ღარიბ უბნებს შეაფარა, სადაც ცხოვრება არცისე მარტივი იყო. 90-იანი წლების დასაწყისიდან ჰიმბალებმა დაიწყეს ძველ მიწებზე დაბრუნება. ნამიბიამ მიიღო დამოუკიდებლობა, ცოტაოდენი არეულობის შემდეგ, ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ. დღეს ჰიმბალები ძირითადად საქონლით ირჩენენ თავს. უფრო რთული სამუშაო ქალების კისერზეა, საქონელს ისინი უვლიან, წველავენ, ბავშვებს ზრდიან და ა.შ. რელიგიის მხრივ, თაყვანს სცემენ ერთ ღმერთს, რომელსაც მუკურუს ეძახიან. ჰიმბალები ყოველთვის ნაკლებადჩაცმულნი არიან, მზისგან თავის დასაცავად, ბუნებრივი გზებით აკეთებენ მზის კრემებს, რომელიც მათ სხეულებს აწითლებს. თმების დაწნაში ქალები ერთმანეთს ეხმარებიან ისევე, როგორც ბავშვების მოვლაში. თანამედროვე ტანსაცმელები მათთან ძალიან იშვიათად ხვდება და თუ მოხვდა, მაშინ მამაკაცები იცმევენ. როგორც ყველა სხვა ტომებში, ჰიმბალების ტომიც კლანებად არის დაყოფილი. კლანების უფროსად ინიშნება ტომის ყველაზე უხუცესი მამაკაცი. საერთოდ ვაჟები მამის კლანზე რჩებიან, ხოლო ქალიშვილები გათხოვების შემდეგ, გადადიან მეუღლის კლანზე. არის კიდევ ერთი უჩვეულო წესი, რომლის თანახმადაც ვაჟს მემკვიდრეობა მამისგან არ რჩება. ის თავის წილს იღებს დედის მხრიდან. მაგალითად: რამოდენიმე სული თხა ბიძისგან, რამოდენიმე სული ძროხა პაპისგან და ა.შ. წითელ ქალების ტომს ბოლო წლებში ძალიან ბევრი ფოტოგრაფი სტუმრობს, რომლებიც ცდილობენ ტომის ცივილიზირებას, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ჰიმბალები ძალიან დიდ პატივს სცემენ საკუთარ ტრადიციებს. ისინი ძალიან კეთილსინდისიერები არიან, არ იციან შური და ბოროტება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 3783 18-ს მოსწონს
|