კულტურა შოკისმომგვრელი ფაქტი! ბუდისტი ბერები ვეფხვებს იტაცებენ და ვაჭრობენ! 2016, 31 მაისი, 22:34 ტაილანდში ველური ბუნების დაცვამ 137 ვეფხვი, თავის ადგილსამყოფელიდან
სხვაგან გადაიყვანა, რადგან გავრცელებული ჭორების თანახმად, ბუდისტი ბერები
ვეფხვების ტაძრიდან იტაცებდნენ მტაცებლებს და ვაჭრობდნენ სხვადასხვა
ჩინოვნიკებთან.
ტაილანდის ველური ბუნების კონვერსაციის პრეზიდენტის, თიუნჯაი ნურუმდროგის განცხადებით, დღეს 3 ვეფხვი დამაწყანარებელი ნემსების საშუალებით გადაიყვანეს საჯარო ცხოველთა ცენტრებში. გადაყვანის მიზეზად ბუდისტი ბერები სახელდება, რომლებიც ვეფხვებს იტაცებენ და ვაჭრობენ. როგორც ცნობილია მტაცებლების გადაყვანა 1 კვირაზე მეტს გასტანს, სადაც მონაწილეობას მიიღებს ათასზე მეტი თანამშრომელი. ცხოველთა დაცვის ბიურომ ტაილანდის ხელუხლებელი ბუდისტი ბერები სასტიკად გააკრიტიკა. ტაილანდის ვეფხვების ტაძარი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით, კანჩანაბურის რეგიონში. ვეფხვების ტაძარს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობდა. ბოლო ინფორმაციით, დედამიწაზე სულ რაღაც ასობით ინდოჩინეთის ვეფხვია დარჩენილი, ტაილანდის ველური ბუნების დაცვას მათი მფარველობა ევალება ძალიან მკაცრად, ამიტომ უახლოეს მომავალში გამორიცხული არაა ბუდისტი ბერების ტაძრებიდან განდევნა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 364 8-ს მოსწონს
|