შეერთებულ შტატებმა დათმო ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოზიცია და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
რეიტინგს კი სათავეში ჩაუდგა ჰონგ-კონგი, მეორე პოზიციაზეა შვეიცარია, ხოლო შეერთებული შტატები მესამე ადგილს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ შეერთებლი შტატები ბოლო სამი წლის მანძილზე ინარჩუნებდა ლიდერობას.
მეოთხე პოზიცია დაიკავა სინგაპურმა.პირველ ათეულში მოხვდნენ შვეცია, დანია, ირლანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია და კანადა.
ჩინეთმა წელს სამი პოზიციით ქვემოთ დაიწია.22-ე ადგილიდან 25-ზე გადაინაცვლა.
ჩვენ ქვეყანას მოკრძალებული 66-ე ადგილი უკავია.ჩვენი დიდი ჩრდილოელი რუსეთი 44-ე ადგილზეა, სხვა მეზობლები:თურქეთი 38-ზე, ხოლო აზერბაიჯანი 64-ზე ადგილზეა.
უკრაინამ შარშანდელთან შედარებით ერთი ადგილით მაღლა აიწია და 59-ე ადგილი დაიკავა.
შვეიცარელი ეკონომისტები ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო რეიტინგს 1989 წლიდან ადგენენ.
მოცემული რეიტინგი 340 კრიტერიუმისგან შედგება, რომელიც ძირითად 4 ჯგუფად არის დაყოფილი.1)ეკონომიკური მაჩვენებელი 2)ხელისუფლების ეფექტურობა.3)ბიზნესის ეფექტურობა.4)ინფრასტრუქტურის მდგომარეობა.
აგრეთვე რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია სტატისტიკა და 5 000-ზე მეტი კომპანიის მფლობელების გამოკითხვა მთელს მსოფლიოში.