x
image
მანჩო 777
256 წლის მოხუცმა სიკვდილის წინ თავისი დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა - ფანტასტიკა თუ მისტიფიკაცია?
დედამიწაზე ამჟამად მცხოვრებმა ყველაზე მხცოვანმა ადამიანმა მინიმუმ ერთი საუკუნე მაინც უნდა იცოცხლოს, რომ ლი ცინიანის რეკორდი მოხსნას -ამ ადამიანმა, არც მეტი, არც ნაკლები, 256 წელი იცოცხლა.

დიახ, ეს სულაც არაა ლაფსუსი და სიცრუე - ეს ფაქტი დამტკიცებულია მეცნიერებისა და ჟურნალისტების მიერ.


image


ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჟურნალ New York Times-ში 1930 წელს გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ ჩინელმა პროფესორმა ვუ ჩუნგ-ძემ შემთხვევით იპოვა ჩინეთის იმპერიის 1827 წლის სახელმწიფო ჩანაწერი, რომლითაც ლი ცინიანს დაბადების 150 წელს ულოცავდნენ, აღმოჩენილი იქნა აგრეთვე 1877 წლის დოკუმენტი, რომელშიც უკვე 200-წლოვანი იუბილეს მილოცვა იყო.


New York Times -ის ჟურნალისტმა ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება ჩინეთში, კერძოდ იმ სოფელში, სადაც უხუცესი ცხოვრობდა და გაარკვია, რომ ლი ცინიანის მეზობლად მცხოვრები მოხუცების უმეტესობა იხსენებდა, რომ ჯერ კიდევ მათი ბაბუები ბავშვობიდან იცნობდნენ ცინიანს, თუმცა ის მაშინ უკვე ზრდასრული მამაკაცი იყო.

ისტორიული ცნობებით დამტკიცებულია, რომ ლი ცინიანი სამკურნალო ბალახებით ვაჭრობდა. ის 10 წლის ასაკიდან აგროვებდა მთებში ამ ბალახებს და თავიდანვე იცოდა, თუ რომელი მათგანი უწყობდა ხელს ხანგრძლივ სიცოცხლეს. ლი თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო ბალახეულის დიეტაზე, ღებულობდა მხოლოდ ისეთ მცენარეებს, როგორიცაა ლინჩჟი (მას სხვაგვარად მუდმივი სიცოცხლის სოკოს უწოდებენ), გოჯის ხის ნაყოფი, ველური ჟენშენი. 1749 წელს, 71 წლის ასაკში, ის ჩინეთის არმიაში ჩაეწერა საბრძოლო ხელოვნების მასწავლებლად. ლი ძალიან კარგი ხასიათის ადამიანი იყო, ის ყველას უყვარდა, თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე 23-ჯერ იყო დაქორწინებული და 200-ზე მეტჯერ გახდა მამა.


ლის პროვინციაში გავრცელებული თქმულების მიხედვით, მან ბავშვობიდან იცოდა წერა-კითხვა და ბალახების ძებნაში ბევრი მეზობელი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი.

თავისი სიცოცხლის პირველი ასი წლის განმავლობაში ლი აგროვებდა და ყიდდა სამკურნალო ბალახებს, შემდეგ მან აიყვანა მოსწავლეები, ასწავლა მათ სამკურნალო ბალახების ცნობა და თვითონ კვლავ აგრძელებდა მათ გაყიდვას. თავადაც ძირითადად მხოლოს ამ მცენარეებს ღებულობდა საკვებად და სვამდა მხოლოდ ბრინჯის ღვინოს.


და საოცარია ის, რომ ლი სულაც არ იყო ერთადერთი, ვინც ამ ასაკს მიაღწია...


ლის ერთ-ერთი მოსწავლე გვიამბობს, თუ როგორ იხსენებდა მისი მასწავლებელი 500 წლის კაცთან შეხვედრას. სწორედ მან ასწავლა ლის სუნთქვითი ვარჯიშები (ციგუნი) და მისცა აგრეთვე რამოდენიმე დიეტური რეკომენდაცია, რომლებიც მას დაეხმარა გაეგრძელებინა თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ზეადამიანურ ზღვრამდე.


სიკვდილის წინ ლიმ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი: "მე გავაკეთე ყველაფერი, რის გაკეთებაც კი შესაძლებელი იყო ამ სამყაროში. ახლა მე სახლში ვბრუნდები".


ჩვენ, თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში მცხოვრები ადამიანები, ვცდილობთ სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ მაღალტექნოლოგიური ინფრაწითელი მოწყობილობების და უახლესი სამედიცინო პრეპარატების მეშვეობით, მაგრამ როგორი იყო ლის-ამ ბრძენი ადამიანის დღეგრძელობის საიდუმლო? - როცა ამის შესახებ მას ჰკითხეს, მოხუცმა უპასუხა: "გულს მიანიჭეთ სიმშვიდე; იჯექით ისე, როგორც კუ; იარეთ ისე ღაღად, როგორც დაფრინავს მტრედი და იძინეთ ისე, როგორც ძინავს მოდარაჯე ძაღლს".

ლი ამტკიცებდა, რომ სწორედ ადამიანის შინაგანი სამყაროს სიმშვიდე სუნთქვით ვარჯიშებთან ერთად წარმოადგენს დღეგრძელობის საიდუმლოს. რა თქმა უნდა, მისმა დიეტამაც დიდი როლი ითამაშა ამაში, მაგრამ საოცარია ის, რომ პლანეტის ყველაზე მხცოვანი ადამიანი თავის სიცოცხლისუნარიანობას სწორედ გონების მდგომარეობას მიაწერდა და არა სხეულისას.


ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ მომქანცველი, დაძაბული სამუშაო გრაფიკით; საქმე არა აქვთ კრედიტებთან და სესხებთან; არ სუნთქავენ ქალაქის დაბინძურებული ჰაერით და რეგულარულად არიან დაკავებული ფიზიკური ვარჯიშებით. ისინი არ ჭამენ შაქარს, ცომეულს და სწრაფი კვების პროდუქტებს - ისეთს, როგორსაც მივირთმევთ ჩვენ; ისინი არ ჭამენ ცხიმიან ხორცს, ტკბილ დესერტებს და გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს; ეს ადამიანები მიირთმევენ სუფთა საკვებს და ვიტამინებით მდიდარ ბოსტნეულს, რომლებიც პესტიციდებით არაა გაჯერებული; ისინი დიდ დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე, ახდენენ მედიტაციას და აკეთებენ სუნთქვით ვარჯიშებს, რომლებიც აუმჯობესებენ მათ სულიერ, ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას.

ისინი არასოდეს უჩივიან უძილობას, დიდ დროს ატარებენ მზეზე და იღებენ ბუნებრივ რუჯს (არა ისეთს, რომელსაც ბევრი ჩვენგანი სოლარიუმის მავნე სხივების მოქმედებით ღებულობს).

როცა შვებულებას ზღვაზე ვატარებთ, ჩვენი სხეული თითქოს ახალგაზრდავდება და ენერგიით ივსება და აბა, წარმოიდგინეთ, როგორია მთელი ცხოვრება გაატარო მთებში, სუფთა ჰაერზე, აბსოლუტური ფსიქიკური, სულიერი და ფიზიკური სიმშვიდის პირობებში?..

ცხადია, არცერთ თქვენგანს არ შეეპარება ეჭვი, რომ თუ ადამიანი ასეთ პირობებში იცხოვრებს, 100-150 წლამდე სიცოცხლე მითად სულაც აღარ მოგვეჩვენება.

თუ თქვენს სხეულს და გონებას კარგად მოექცევით და მათზე იზრუნებთ, ვინ იცის, იქნებ ასწლოვანი სიცოცხლე სულაც არ იყოს ზღვარი და ოდესმე შეძლოთ კიდეც დღეგრძელი ჩინელის რეკორდის გაუმჯობესება.



image


გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!




4
1285
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1285
  
2016, 6 ივნისი, 11:27
ეჰ კაია მშვიდი ცხოვრება მაგრამ სადაა :(
2016, 2 ივნისი, 10:46
"კაზიოლა" იქნებოდა და არ გაამხილა. :))
2016, 2 ივნისი, 10:35
მისტიფიკაცია

სიცოცხლეშივე გაემხილა ამ ჩემალალას. რამდენ ადამიანს გაუხანგრძლივებდა სიცოცხლეს...
0 1 4