საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა სიკვდილის პირველი წუთის საიდუმლო ამოხსნეს 2016, 2 ივნისი, 11:06 ჩრდილოეთ კაროლინის სამედიცინო სკოლა-უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ ლანცმა განაცხადა, რომ ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი ილუზიაა, რომელსაც ჩვენი ცნობიერება ქმნის. ის ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი პარალელურ სამყაროში გადადის. მკვლევარი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება მრავალწლოვანი მცენარის ცხოვრებას ჰგავს, რომელიც ყოველთვის ბრუნდება, რომ მულტისამყაროში ისევ გაყვავდეს. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ცნობიერების წყალობით არსებობს (მაგ., ჩვენს სამყაროში არ არსებობს ფერი და ხმა. არსებობს მხოლოდ ფერისა და ხმის ტალღები, რომლებსაც საგნები ასხივებენ ან გამოსცემენ), თვლის ლანცი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანებს სიკვდილის იმიტომ სჯერათ, რომ ასე ასწავლეს, ან იმიტომ, რომ ჩვენი ცნობიერებისთვის სიცოცხლე, შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება. მისი აზრით, სიკვდილი არ არის სიცოცხლის აბსოლიტური დასასრული და რომ ის, მხოლოდ სხვა სამყაროში გადასვლა მიშნავს.
საიქიოს შესახებ, ყველაზე უძველეს წარმოდგენებში, არ იყო ეთიკური დაყოფა და ყველა გარდაცვლილი ადამიანის სული ერთი და იგივე ადგილზე ხვდებოდა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო დედამიწაზე. ყველაზე უძველეს წყაროს, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია სულების დიფერინცირების შესახებ, ძვ. წ. აღრ. XXI—XVII სს. შექმნილი, ძველეგვიპტური, «გარდაცვლილების წიგნი» წარმოადგენს. მასში აღწერილია ოსირისის (ძვ. ეგვიპტურ მითოლოგიაში მცენარეების და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული) სასამართლო, რომლის შემდეგ, ღვთისმოსავი ადამიანის სული იალუს ველზე მიდიოდა, სადაც სრული ნეტარება ელოდა, ხოლო ცოდვილის სული – მონსტრი ამატის ლუკმა ხდებოდა ანუ ნადგურდებოდა. საიქიოში, სულების დაყოფის მსგავსი წარმოდგენები, უფრო გვიანდელ, ძველბერძნულ წყაროებშიც შეიმჩნევა, რომელთა მიხედვით, გარდაცვლილი ადამიანის სული, რომელსაც სიცოცხლეში ღმერთების წყრომა არ დაიმსახურებია, სამოთხეში ხვდებოდა, ხოლო ცოდვილის სული ისჯებოდა. 4682 8-ს მოსწონს 1-ს არა
|