კულტურა საპირფარეშოში შესულ მამაკაცს, სასქესო ორგანოზე პითონმა უკბინა! 2016, 26 მაისი, 1:36 შოკისმომგვრელი ფაქტი მოვლენა განვითარდა ტაილანდში, სადაც მამაკაცს
საპირფარეშოში, სასქესო ორგანოზე პითონმა უკბინა!
![]() ბრიტანული ჟურნალი - The Mirror, ტაილანდურ Banpakong News-ის საიტზე დაყრდნობით ასე იუწყება: ტაილანდელი მამაკაცი დილის საათებში შევიდა საპირფარეშოში, როდესაც უნიტაზზე დაჯდა, რამოდენიმე წამის შემდეგ, პენისზე მწვავე ტკივილი შეიგრძნო, რეფლექსის სახით მან პენისის ხელით შემოწმება სცადა... მოულოდნელად მას ნერვული შეტევა დაემართა, რადგან ხელის შეხების შემდეგ, მან შენიშნა პითონის გველი, რომელიც მის უნიტაზში ისვენებდა. ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულებულა! პითონის გველს პირში ჰქონდა მამაკაცის "მთელი ავლადიდება" და მის გაშვებასაც არ აპირებდა, ბუნმაკჩუაის ხმაზე მეუღლე საპირფარეშოში შევიდა, სადაც შოკისმომგვრელი ფაქტის მომსწრე გახდა. იატაკზე სისხლი ისე იყო მიმუფანტული, რომ თითქოს ადგილზე ვიღაცას მკვლელობა ჩაედინოს! ![]() მიუხედავად ნერვული შეტევისა, 38 წლის ბუნმაკჩუაის ძალიან მახვილი გონება ჰქონდა, მან წვრილი ძაფის გამოყენებით მოახერხა 4 მეტრიანი პითონის თავის შეპყრობა და სასქესო ორგანოს გადარჩენა...ამის შემდეგ მას გული წაუვიდა... საავადმყოფოში გადაყვანილი უიღბლო მამაკაცის მდგომარებობა უკანასკნელი ინფორმაციით სტაბილურია. რაც შეეხება 4 მეტრიან პითონის გველს, ის საპირფარეშოდან გამოიყვანეს და ველური ბუების პარკს მიაბარეს! ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 940 9-ს მოსწონს
|