აჭარა ბათუმში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სასტუმრო Twin Tower -ი აშენდება 2016, 24 მაისი, 19:16 ბათუმში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სასტუმრო Twin Tower -ი აშენდება.
45-სართულიან კორპუსში 4 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება. კომპლექსი მსოფლიოში მე-6 ადგილზე იქნება სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ. კომპლექსის მშენებლობა დაიწყება ივნისში და დასრულდება 19 თვეში.მშენებლობას ანხორციელებს "ორბი ჯგუფი"(ORBI GROUP).აჭარის მთავრობის ინფორომაციით ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 120 მილიონი $ დაჯდება. "მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 3000 ადგილობრივი დასაქმდება, “ – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. Twin Tower-ი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები. 22 მაისს, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და მთავრობის სხვა წევრები. ORBI GROUP-ი დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით 8 პროექტს ანხორციელებს, აქედან 7-ს ბათუმში და 1-ს ბაკურიანში. ამასათანავე კომპანიას გააჩნია საკუთარი ბეტონის ქარხანა, ერთ-ერთი უდიდესი რეგიონში, აგრეთვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოება, რომელიც უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. 220 7-ს მოსწონს 1-ს არა
|