x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ სამშველო ჟილეტებიც არ დაუტოვა" - 16 წლის ლუკა აბულაძის საქმეზე შსს-მ სამი პირი დააკავა

image

ბათუმში 4 ივლისს გაუჩინარებული 16 წლის ლუკა აბულაძის ცხედარი იპოვეს. თავიდან მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ ის ზღვაზე სამ მეგობართან ერთად ე.წ. „ბანანის“ ატრაქციონით ერთობოდა. არსებული ინფორმაციით ის გადმოყირავდა და ზღვიდან გამოსვლა მხოლოდ სამმა მოზარდმა შეძლო.


"ბავშვებისთვის უთქვამთ, გაგასეირნებთო. გაუყვანიათ ბავშვები 50 მეტრის დაშორებით. ბავშვები როგორც ჰყვებიან, ჩამოგვყარეს ნავიდან, ჟილეტები წაგვართვესო. შველას ვითხოვდითო. ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს, ზოგი იძახის გამოვიდა ლუკაცო, ზოგი ამბობს - არა“, - ამბობდა ბავშვის ბიძა რეზო აბულაძე.


თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ 16 წლის მოზარდის დაკარგვის სცენარი სულ სხვაგვარად წარიმართა, დაკავებულია სამი პიროვნება, მათ შორის არის კატერის მძღოლიც.



"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 2007 წელს დაბადებული ლ.ა. - ს ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იქნა ნანახი.


ლ.ა. - ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.


გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.


ზ.ს. - ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.


ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.


გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს. - მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.


მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ: ნ.მ.-სთან და ლ.მ. -სთან ერთად სვლა განაგრძო.


წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. ხოლო ლ.ა. - ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.


მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, "- აღნიშნულია განცხადებაში.

2
220
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
2023, 11 ივლისი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2