პომიდორი უამრავი ადამიანის საყვარელი ბოსტნეულია, ის განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულშია და სიამოვნებით მიირთმევს უამრავი ადამიანი. პომიდორს განსაკუთრებით ბევრი და კარგი ვიტამინები აქვს მის შემადგენლობაშია A, C, E, K და B6 ვიტამინები, ასევე პომიდორს შეუძლია დააბალანსოს ორგანიზმში Ph-ის რაოდენობა . პომიდორი ასევე საუკეთესო საშუალებაა სახის კანის გასაწმენდად, მას აქტიურად იყენებენ აკნეს სამკურნალოდ, ის ასევე აქრობს სახიდან სიწითლეს. წარმოგიდგენთ პომიდვრის სახის ნიღაბს: გაფცქვენით პომიდორი და დაასხით ცხელი წყალი, შემდეგ გააცალეთ პომიდორს თესლი და მიღებული მასა კარგად დასრისეთ და წაისვით სახეზე, ასევე შეგიძლიათ ამ მასას დაუმატოთ იოგურტი ან კიტრი. შენიშვნა: ალერგიულმა ადამიანებმა თავი შეიკავეთ მსგავსი პროცედურებისაგან, რადგან პომიდორი ალერგიული პროდუქტია.