სხვა მილიარდელები ,რომლებიც შვილებს ქონების გარეშე სტოვებენ 2016, 23 მაისი, 12:47 2010 წელს უორენ ბაფეტიმ და ბილ გეიტსმა წამოიწყეს ფილანტროპული კამპანია, სახელწოდებით ”შემოწირულობის ფიცი”. კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები თავიანთი ქონების სულ მცირე, ნახევარს მაინც ქველმოქმედებას სწირავენ.
კამპანიას ხელი მოაწერა უკვე 50-ზე მეტმა ცნობილმა და მდიდარმა ადამიანმა.მათ შორის არიან:დევიდ როკფელერი, მარკ ცუკერბერგი, რიჩარდ ბრენსონი, ვიქტორ პინჩუკი, ჯორჯ ლუკასი და სხვები.
თუმცა არიან მილიარდელები, რომლებიც აპირებენ შვილები გროშების ანაბარა დატოვონ.
1-მიხეილ ფრიდმანი-52 წლის მილიარდელმა მოულოდნელად განაცხადა, რომ თავის ოთხ შვილს(ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი) გროშსაც არ უტოვებს, მთლიანი მისი კაპიტალი(3, 5 მილიარდი დოლარი) ქველმოქმედებას მომხარდება, რაც შეეხება შვილებს, მათ თავისით უნდა მიაღწიონ ცხოვრებაში კარიერულ თუ პროფესიულ წარმატებებს. "მე არ მიყვარს სახალხოდ ასეთი პირობის გახმაურება, მაგრამ ვაცხადებ, რომ მივიღე გადაწყვეტილება მთელი ჩემი ქონება ქველმოქმედებას მოვახმარო.რაც შეეხებათ ჩემს შვილებს...გადავცე მათ ფული, ეს არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მათთვის გავიკეთო"-განუცხადა "Интерфакс"-ს ბიზმესმენმა. 2)ბილ გეიტსი-Microsoft -ის მფლობელმა ასეთი განცხადება გააკეთა:"დიდი ქონება კარგს არაფერს მოუტანს ჩემს შვილებს"...იგი აპირებს მხოლოდ ქონების 0, 25% გადასცეს შვილებს, თუმცა გეიტსის უზარმაზარი კაპიტალიდან (59 მილიარდი$)ესეც საკმაოდ შთამბეჭდავი თანხაა-10 მილიონი$ სათითაოს. 3)უორენ ბაფერტი-მილიარდელი განცხადებით მან იმდენი თანხა მისცა შვილებს, რამდენიც საკმარისია თავიანთი საყვარელი საქმით დაკავდნენ...თუმცა არასკამარისი იმისთვის, რომ გულხელდაკრეფილები იყვნენ და არაფერი გააკეთონ. 82 წლის მილიარდელმა გადაწყვიტა თავის ქონების 89% მთლიანად ქველმოქმედებას მოახმაროს.როგორც ექსპერტები იუწყებიან, კაცობრიობის ისტორიაში ასეთი გულუხვ ქველმოქმედება ჯერ არ ჰქონია ადგილი.მისი მთლიანი ქონება 49 მილიარდი$-ია. 4)მაიკლ ბლუმბერგი-ნიუ-იორკის ყოფილი მერის ქონება შეფასებულია 19 მილიარდ დოლარად.პროგრამის ფარგლებში"შემოწირულობის ფიცი", აპირებს მთელი თავის ქონება განათლების ფონდს გადასცეს.ასე, რომ მილიარდელი თავის ორ საყვარელ ქალიშვილს, ემას და ჯორჯინას გროშის გარეშე სტოვებს. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის მერად მუშაობის დროს ბლუმბერგმა სიმბოლური ხელფასი, 1$ დაინიშნა. 5)ვლადიმერ პოტანინი-ჰოლდინგ "Интеррос"-ის მფლობელი აღფრთოვანებულია ბილ გეიტსის და უორენ ბაფეტის იდეით და მანაც სახალხოდ განაცხადა, რომ ქონების დიდ ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს:"მივიღე პრინციპიალური გადაწყვეტილება, ჩემს კაპიტალს სადღაც 10 წელიწადში გადავცემ საქველმოქმედო ფონდს." როგორც მილიარდელმა განაცხადა, ეს ნაბიჯი დაემხარება მის შვილებს გავითარდნენ და წარმატება საკუთარი ძალებით მოიპოვონ, ხოლო მისი ქონება მთილიანად საზოგადოების კეთიდღეობას მოხმარდება. 298 10-ს მოსწონს 1-ს არა
|