x
image
ბუბუ007
10433 გარდაცვლილი- XX-ე საუკუნის ყველაზე ტრაგიკული საზღვაო კატასტროფა

ვინც სტატიის სათაური წაიკითხა, ალბათ 99%-მამიიჩნია, რომ ასეთი შედეგი შესაძლებელია მოჰყოლოდა “ტიტანიკის’’ ტრაგედია, თუმცა ეს ასე არ არის, რადგან მსოფლიოს დღესაც ახსოვს საზღვაო ტრაგედიები, სადაც მსხვერპლთა რიცხვმა ბევრად გადააჭარბა “ტიტანიკის’’ ტრაგედიის მსხვერპლთა რაოდენობას.

“მონტ-ბლანი’’ -1917 წელის 6 დეკემბერი

image

ეს საშინელი ამბავი დაიწყო 1917 წლის 25 ნოემბერს, როდესაც გემი “მონტ ბლანი’’ დაიტვირთა ნიუ-იორკის პორტზე 2300 ტონა პიკრიკის მჟავით, 35 ტონა ბარელი ნავთობით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთებით.დაახლოებით 1917 წლის 6 დეკემბრის 17 საათზე, როდესაც გემი მიუახლოვდა კანადის პატარა ქალაქ ჰალიფაქსს მონ- ბლანის პორტს გემს ცეცხლი მოეკიდა, აფეთქდა რის შედეგადაც ქალაქი მლიანად განადგურდა -დაიღუპა 2000 ადამიანი, დაახლოებით 9000 ადამიანი დაშავდა და 400 ადამიანმა მხედველობა დაკარგა.სწორედ, რომ, მონ-ბლანის’’ ტრაგედია ითვლება ბირთვულ ეპოქაში ყველაზე ძლიერ აფეთქებად.

“ორია’’ 1944 წლის 14 თებერვალი.

image

1944 წლის 11 თებერვალს კუნძულ როდოს მოადგა გემი, სადაც გადასხეს 4 946 იტალიელი და 90 გერმანელი ტყვე, გემმა რამოდენიმე დღეში განიცადა ტრაგედია, ის კლდეს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 4047 ადამიანი, ხოლო 21 იტალიელის, 6 გერმანელისა და ერთი ბერძენის გადარჩენა მოხერხდა.

“დონია პაზი’’ 1987 წლის 25 დეკემბერი

image

სამგზავრო ბორანი “დონია პაზი'' 1987 წლის 25 დეკემბერს 22:30 წუთზე საბოლოოდ გავიდა პორტიდან, ის დაეჯახა ტანკერ “ვექტორს’’, რომელსაც გადაჰქონდა 8800 ბარელი ნავთობი და სხვა ნავთობპროდუქტები, შეჯახების შედეგად “დონა პაზი’’ ჩაიძირა, რომელზეც იმყოფებოდა 58 ეკიპაჟის წევრი და 4341 მგზავრი, რომელთაგან მხოლოდ 26 -ის გადარჩენა მოხერხდა, ამ ტრაგედიას სულ შეეწირა 4386 მგზავრი.


0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0