x
image
ბუბუ007
ყველაზე ბედნიერი ერი
პოპულარულმა ჟურნალმა “ Forbes''-მა გამოაქვეყნა “ყველაზეimage
ბედნიერი ერის'' ქვეყნების სია, რომელის სათავეში ევროპის ქვეყანა დანია მოხვდა, ხოლო რუსეთი და უკრაინა ათეულის მიღმა დარჩნენ.

ცხოვრების დონით დანიელთა უმრავლესობა კმაყოფილი აღმოჩნდა, სადაც გამოკითხულთა მაჩვენებელი 90 პროცენტია, ხოლო მომავლის ოპტიმისტით 92, 3 პროცენტი.ამ პატარა ევროპულ ქვეყანას კმაყოფილების საფუძველი ნამდვილად უნდა ჰქონდეს, რადგან მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 68 ათას 632 დოლარია, რაც უმუშევართა რაოდენობა მხოლოდ 2 პროცენტია.

პირველი სამეულში ასევე შედის ფინეთი და ნიდერლანდები.

Forbes-ს მიაჩნია, რომ უდიდესი გრძნობა, როდესაც ერი კმაყოფილია ცხოვრების დონით, ეს მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულობაზე და ეკონომიკურ თავისუფლებაზე.


თუმცა, ბედნიერება არ არის მხოლოდ ფული, ადასტურებენ ნორვეგიელები.მათი მთლიანი შიდა პროდუქტი 98 ათასი 822 დოლარია , უმუშევართა დონე 2, 6 პროცენტია, ამის მიუხედავად აქ ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია.

ყველაზე წარმატებული და ბედნიერი ერის მხოლოდ მეცხრე პოზიცია ერგო ნორვეგიას.

“ბედნიერ ათეულში'' ასევე მოხვდნენ: ირლანდია, შვედეთი, შვეიცარია, კანადა, ახალი ზელანდია და ბელგია...

ასევე Forbes-მა დაასახელა ქვეყანა, სადაც ერი განიცდის ნაკლებ ბედნიერებას, ეს არის ჩინეთი, სადაც თავს ბედნიერად მხოლოდ მოსახლეობის 14, 8 პროცენტი გრძნობს, არც არის გასაკვირი რადგან, აქ მოქალაქის სამუშაო კვირა 47 საათია, მშპ კი 3 ათასი 600 დოლარია წელიწადში.

რეიტინგი გამოქვეყნებული იქნა სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციის Gallup World Poll-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, სადაც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს მაშტაბით 140 ქვეყანა.



















0
185
4-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0