სხვა კურიოზი ავიარეისზე,რომელიც საფრანგეთიდან ქუვეითში მიფრინავდა 2016, 21 მაისი, 12:49 სამგზავრო თვითმფრინავ Boeing-737 -იდან, რომელიც საფრანგეთიდან ქუვეითში მიფრინავდა პილოტები დიპეტჩერის გაგზავნილ შეტყობინენებზე არ რეაგირებდნენ. მფრინავები არც იტალიელ და არც შემდგომ ბერძენ დისპეტჩერთან კონტაქტზე არ გამოვიდნენ.როგორც LIFE-ი უცხოურ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება, ინციდენტი მოხდა EgyptAir-ის თვითმფრინავის, -А320-ის ჩამოვარდნიდან 15 საათის შემდეგ. ტერაქტის და ახალი ტრაგედიის განმეორების შიშით, სასწრაფოდ ცაში გაუშვეს ორი გამანადგურებელი F-16 კუნძულ კრიტის ბაზიდან. როდესაც მგზავრებმა დაინახეს, რომ მათ ორი გამანადგურებელი ახლდა თან, შიშმა შეიპყროთ.ამის შემდეგ ბორტგამცილებელმა გადაწყვიტა პილოტების კაბინაში შესულიყო და გაერკვია რა ხდებოდა. როგორც გაირკვა, პილოტებს ღრმად ჩაძინებიათ, ხოლო თვითმფრინავის მართვა ავტოპილოტზე იყო დაყენებული. ლაინერში 140 მგზავრი იმყოფებოდა. 699 10-ს მოსწონს 1-ს არა
|