x
image
alex999
72 წლის მამაკაცი, 3 საათის განმავლობაში ნიანგების თავდასხმას ცოცხლად გადაურჩა!
ავსტრალიაში 72 წლის მოხუცებული მამაკაცი, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში

ნიანგებთან შერკინებაში წარმატებული აღმოჩნდა და სიცოცხლე შეინარჩუნა!


image



მოვლენა შემდეგნაირად განვითარდა:


ორი მეგობარი გაემგზავრა ავსტრალიის ჩრდილოეთით, ტალახის კიბორჩხალების

დასაჭერად. ტბისპირა ქალაქ დარვინთან მიახლოებისთანავე, ნავს 3 მეტრის სიგრძის

ნიანგი დაეჯახა, ზუსტად ამ მომენტში, გადაყირავებულ ნავში მოჰყვა ერთ-ერთი

მათგანი და დაიხრჩო.


ამასთან ერთად, მეორე მათგანი წყალში დამოუკიდებლად დაუპირისპირდა ნიანგებს.

72 წლის მოხუცებული მამაკაცი თავს ინგლისური ვრენჩით იცავდა.


მამაკაცის სახელი წყაროზე მითითებული არ იყო, მაგრამ როგორც ცნობილია, 3

საათის განმავლობაში ის მტაცებლების გარემოცვაში იმყოფებოდა.


შერკინების შემდეგ, თავდაპირველად ჯერ სანაპიროს მცენარეების უკან დაიმალა,

შემდეგ კი დინებას გაჰყვა, რის საშუალებითაც გადარჩენა მოახერხა.


კიბოს პროფესიონალი მონდაირეებმა, მოგვიანებით მამაკაცის ხმა გაიგონეს და მის

დასახმარებლად მიცვივდნენ, მათ გამოიყვანეს გარდაცვლილის ცხედარიც.


ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ტბებზე, როგორც ცნიბილია, დაახლოებით

100 000 - დან 200 000-მდე მტაცებელი ნიანგი ბინადრობს, ბოლო 1 წლის

მანძილზე, ამ ტერიტორიაზე, ნიანგების თავდასხმით დაახლოებით 350 ადამიანი

გარდაიცვალა.






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
425
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
425
  
2016, 19 მაისი, 16:44
მადლობა გენაცვალე
2016, 19 მაისი, 16:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2