სხვა მსოფლიო შოკშია: ეგვიპტის თვითმფრინავი ჰაერში დაიკარგა! 2016, 19 მაისი, 10:25 წუხელ 23:09 წუთზე ადგილობრივი დროით ეკრანის რადარებიდან გაქრა Airbus A320, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა.თვითმფრინავში იმყოფებოდა 59 მგზავრი და 10 ეკიპაჟის წევრი. თვითმფრინავი დაიკარდა ეგვიპტის საჰაერო სივრცეში, როდესაც 11 ათას მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზიდან, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მფრინავი სერიის ნომერის თვიმფრინავი - Airbus A320, წუხელ 23:09 -ზე რადარებიდან მოულოდნელად გაქრა. როგორც ცნობილია, თვითმფრინავის რადარიდან გაქრა ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე. ზღვის დონიდან 11 500 მეტრის სიმაღლეზე. Airbus A320-ის ბორტზე სულ 69 მგზავრი იმყოფებოდა. აქედან 59 მგზავრი, რომელიც პარიზიდან კაიროში მგზავრობდნენ, ხოლო 10 ეკიპაჟის წევრი. ასევე ცობილია ის ფაქტიც, რომ თვითმფრინავის პილოტისგან არანაირი საგანგებო მდგომარეობის სიგნალი არ დაფიქსირებულა.
მოგახსენებთ, რომ თვითმფრინავზე იმყოფებოდა 30 ეგვიპტელი, 15 ფრანგი, 1 ინგლისელი, 1 ბელგიელი და 12 აზიის სხვა ქვეყნებიდან. Paris Charles de Gaulle -ის აეროპორტიდან თვითმფრინავი ადგილობრივი საათით 23:09-ზე აფრინდა. ეგვიპტის ავიაზონაზე გადასვლიდან 16 კილომეტრში, ხმელთაშუა ზღვის 11 500 მეტრ სიმაღლეზე რადარებიდან გაქრა, გამოძიება მიმდინარეობს, ადგილზე გაგზავნილია სამაშველო სამსახური. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1032 11-ს მოსწონს
|