კულტურა შოკისმომგვრელი ფაქტი, რომელიც მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრში დახვდათ! 2016, 18 მაისი, 12:51 ბანგკოკის სავაჭრო ცენტრის ვიზიტორებს, რომლებიც ცხოველის ტყავის ნაწარმით იყვნენ დაინტერესებულნი, წინ საინტერესო და უცნაური სიურპრიზი ელოდათ. ცხოველთა დამცველმა ორგანიზაციამ აქცია მოაწყო და აიძულა მომხმარებლები სიმართლისთვის თვალებში ჩაეხედათ და გაეგოთ მარტივი სიმართლე, ნატურალრი ტყავი ეს მოკლული ცხოველის კანია.
![]() “ტყავის უკან” – ასე ასახელებენ ტაილანდური ჟურნალ-გაზეთები ცხოველთა დამცველების საზარელ ექსპერიმენტს, რომელმაც მთელი მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ![]() უფლებადამცველები დიდი ხანია ებრძვიან მოდურ ინდუსტრიაში ცხოველის ტყავის გამოყენებას, თუმცა საზოგადოების ინტერესი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ღრმავდება ტყავის ჩასაცმელების, ფეხსაცმელების და ა.შ. ცხოველთა დამცველმა ორგანიზაცია - PETA-მ მომხმარებლებს ძალიან დიდი, შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწყო. ![]() სპეციალურად ექსპერიმენტისთვის, მათ გახსნეს მაღაზია ბანგკოკის ერთერთ პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში და დახლზე ჩვეულებრივი მაღალხარისხიანი ტყავის პროდუქცია განათავსეს. თუმცა, იქ შესულ მომხმარებელს ალბათ აზრადაც არ მოსვლია, რომ ცოტა ხანში საშინელებათა ისტორიის მონაწილე გახდებოდა. ![]() ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა, ჩანთებში, ტანსაცმელებში და ფეხსაცმელებში იმ ცხოველების ორგანოები განათავსეს, რომლების ტყავსაც ამ აქსესუარებისთვის იყენებდნენ. ![]() იმედია არ დაიბენით! ცხოველების ორგანოები რათქმაუნდა იყო ხელოვნური. მაგრამ რამოდენიმე მყიდველმა ლამის გულის შეტევა გადაიტანა, რადგან ზოგს დღესაც ნამდვილი ეგონა. ![]() მოგახსენებთ, რომ ბოლო წლების მანძილზე გახშირდა, პითონების და ნიანგების დახოცვა. სპეციალურად ქამრებისთვის და ზურგჩანთებისთვის, აფრიკის კონტინეტზე ათასობით პითონის გველს კლავენ, ასევე ორიგინალურად დამზადებულ ერთ ტყავის ზურგჩანთისთვის 4 ნიანგია საჭირო. PETA მთელ მსოფლიოს მიუწოდებს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ უმნიშვნელო ნივთებისთვის ცხოველების ხოცვა!!!!!!!!! ![]() ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1925 13-ს მოსწონს
|