x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135663
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ცირა კობიაშვილისა და ნანა ქავთარაშვილის სტატუსებს "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში ( + ვიდეო )
image

”X Factor”-ის გუშინდელი გადაცემა წარმოუდგენლად დაძაბული აღმოჩნდა. ჟიურის წევრებმა საუკეთესო ოთხეულები შეამცირეს და მათგან მხოლოდ ორი კონკურსანტი დატოვეს თავიანთ კატეგორიაში.განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა სოფო ნიჟარაძისა და გიორგი გაბუნიას კატეგორიის მონაწილის, ცირა კობიაშვილის დაპირისპირება, რამაც მაყურებელი ისევე გააოცა, როგორც თავად კონკურსანტი. სოფო ნიჟარაძემ ცირას უტრირებული და „ფეიკ“ მომღერალი უწოდა, რამაც ცირა ძალიან გააღიზიანა.image"X ფაქტორის" ყველაზე ლამაზი და სექსუალური კონკურსანტი ცირა კობიაშვილი თავს შეურაცხყოფილდ გრძნობს სოფო ნიჟარაძის მიერ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო, რის გამოც მან ვრცელი სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე"და დიდი მადლობაც გადაუხადა თავის ყველა გულშემატკივარს( მათ შორის მეც).

imageimageაი, რას წერს გულდაწყვეტილი 19 წლის გოგონა "ფეისბუქზე": - "დიდი მადლობა ქართველ მსმენელს და მაყურებელს იმ ათასობით მხარდამჭრი მესიჯისთვის და გზავნილისთვის, რომელსც ჩემი სცენაზე გამოჩენისთანავე ვიღებ. ასევე დარბაზს, რომლის ენერგიის გარეშე არაფერს აზრი არ ექნებოდა. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კრიტიკას არ იღებს ან თავი შემდგარი მიმღერალი ჰგონია, უბრალოდ ჩემი ცხოვრების ვერც ერთ მომენტში ვერ შევხვდები მშვიდად შეურაცხყოფას, ღირსების შელახვას. ვერ ვმართავ ისე ემოციას, როგორც ზრდასრული ადამიანი. ჯერ არ ვიცი როგორ უნდა თამაში, როცა უსამართლოდ გლანძღავენ. ამიტომ დამეწერა სახეზე გულწრფელი ტკივილი. ჩემს ოპონენტს კი ზიზღი, რასაც სიმღერის დროსაც ვამჩნევდი. ამ კონკურსში ყველანი მეგობრები ვართ, ვაღიარებთ ერთმანეთის ძლიერებას, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, რადგან ვიცით ამ პროექტის შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ამ პატარა ქვეყანაში. სოფო ნიჟარაძის გუშინდელი საქციელი იყო მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ქალი, მუსიკოსი, ცნობილი სახე!!!!!!! ასევე ვუთანაგრძნობ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემი, შეურაცხყოფით გაბედნიერდა. ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო გაასმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ და იმედს არ გაგიცრუებთ, კვლავ ღირსეულად შეგხვდებით მათ ვინც ისევ მელოდებით სცენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის და სიბოროტისთვისაც... პირადად მივმართავ გიორგი გაბუნიას, მე შენში დავინახე ადამიანი და იმიტომ არ გცემ პატივს, რომ ახლა
მჭირდები... შენ უდიდესი გავლენა მოახდინე ჩემზე, როგორც ადამიანზე!! იქს ფაქტორით დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ხომ ამით არ მთავრდება. მთებს გადამადგმევინებს შენი ერთგულება და ნდობა."


image

მსოფლიოში აღიარებულმა სოპრანომ ნანა ქავთარაშვილმა კი საკმაოდ ვრცელი სტატუსი


მიუძღვნა გუშინდელი "X ფაქტორის" ყველაზე ლამაზ, მომხიბლავ და ყველაზე ხმაურიან კონკურსანტს ცირა კობიაშვილს. როგორც საოპერო მომღერლის სტატუსიდან ირკვევა, მან პირველ რიგში ჟურნალისტებს მიმართა, რათა ხმა მიეწვდინა განაწყენებული და გაბრაზებული 19 წლის გოგონასათვის.imageimage

აი, რას წერს ნანა ქავთარაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე: - " მე ძალიან მინდა ჟურნალისტებმა გაითვალისწინონ ჩემი გამოხმაურება ცირა კობიაშვილის ნამღერის მიმართ, რომ ცირამ ეს წაიკითხოს! ცირა, რომ ძალიან ლამაზია და სექსუალურია მაგას ყველა ვხედავთ, მაგრამ ცირას, რომ განსაკუთრებულად განსხვავებული ტემბრის ხმა აქვს და შესრულების ბუნებრივი მანერაც, რომელიც ვერაფრით ვერ იქნება ხელოვნური და უბრალოდ აფსურდია ამას ხელოვნური დაარქვა! ნუთუ ჩვენ არ გვაქვს ყურები, ან მოსმენის და შეფასების უნარი არ გაგვაჩნია? მე პირადად რამოდენიმეჯერ მოვისმინე იგი და ხშირად დახუჭული თვალებითაც, რომ დავრწმუნებულიყავი მის ნამდვილ ნამღერში და არ მეყურა მისი გარეგნობისთვის, რომ არ მოვტყუებულიყავი. მინდა ავღნიშნო, რომ

იშვიათად მბურძგლავს მომღერლის მოსმენის დროს, როდესაც მომღერალი

დიდი გრძნობით და სიღრმით მღერის მხოლოდ მაშინ მემართება ეს. ხოდა ცირას ნამღერზეც იგივე დამემართა.......დარწმუნებული ვარ სხვა კონკურენტებიც ძალიან ძლიერი მონაცემებით გამოირჩევიან და ყველა ნამდვილ ტალანტს ვუსურვებ დიდ წარმატებებს და გამარჯვებებს!!!! მათ მხარდაჭერა სჭირდებათ!!! მინდა ჟიურის წევრებს მივმართო: მეც მომღერალი ვარ ოღონდ საოპერო ჟანრის. მგონი ყურები და თვალები არც მე მატყუებს, რომ გავარჩიო თეთრი და შავი ერთმანეთისგან და ვიგრძნო ნამღერი ბუნებრივია, თუ ხელოვნური. ცირას გამორჩეული ხმა და სიმღერა უფრო ძლიერია, ვიდრე მისი სილამაზე. უბრალოდ მისი გარეგნობა იმდენად ეფექტური და მომხიბლველია, რომ სიმღერას სჭარბობს როცა უყურებ, მაგრამ ისინი ერთად დიდ ჰარმონიას ქმნიან. ცირა მხოლოდ 19 წლის გოგონაა და მე უკვე ვხედავ მის დიდ მომავალს.....ის კიდევ და კიდევ დაიხვეწება და გაიზრდება! კიდევ უფრო ლამაზიც გახდება! მე მივმართავ ცირას: არ დანებდე! იყავი დარწმუნებული შენს თავში! შენ უძლიერესი პიროვნება და მომღერალი ხარ! გისურვებ გამარჯვებას! არ აჰყვე არანაირ პროვოკაციებს! ეს ძალიან რთული გზაა და მე დარწმუნებული ვარ შენ გადალახავ ყველანაირ წინააღმდეგობას ბრძნული სიმშვიდით."


imageცირა კობიაშვილისა და ნანა ქავთარაშვილის სტატუსებს "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში და აი კომენტარების ნაწილიც:

მანანა ნონეშვილი · Works at არსად ესეიგი, საერთოდ პროფესიონალიზმი მოკვდა საქართველოში ყველანაირი გაგებით! კონკურსანტი ყველა ნერვიულობს, ყველას მოფერება და გონივრული ახსნა სჭირდება, რა სჭირს ამ სოფო ნიჟარაძეს, აქამდე როგორ დაეშვა? იმედია ებრძვის საკუთარ თავს, რომ ასე აღარ გამოვიდეს წყობიდან! Like · Reply · 1 · 10 hrs Shotakristi Giorgadze · Universität Wien Bevrad kargi yavdat da amis silazos xarjze gayares Like · Reply · 1 · 9 hrs Saba Kilaberidze Gigi adamashvilis konkurenti varo?:)))mdaaa dzalian sasixaruloa ro tika balanchini proeqtshi brundeba Like · Reply · 4 · 8 hrs Maiko Saxvadze · ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni Cira bogma da siamayis gareshe karg gogod gaizrdebi ise kapikia sheni fasi Like · Reply · 5 · 8 hrs Nik AM 100% Like · Reply · 1 · 4 hrs Ani Paposhvili · Tbilisi, Georgia გასაგებია რომ ძალიან გიმძიმს ცხოვრება შენი ტკივილით ეგ გავიგეთ, იმასაც ვხედავთ რომ გარეგნობით ძალიან ლამაზი და სექსუალური ხარ მაგრამ სოფო აბსოლტურად მართალია შენთან მიმართებაში.სიმართლე თქვა და უნდა მიიღო.ბევრი შენზე უკეთ მღეროდა მაგრამ იმის გამო რომ ხალხს შოუ უნდა დაგტოვეს შენ შენი სილამაზის გამო.და კიდევ არ მგონია სოფოს შენი ეშინოდეს გიგისთან მიმართებაში :)) ato Zoidze· Works at Thessaloniki / Θεσσαλονίκη თუ მაგას წრფელი გულით ამბობ.....!მაშინ შენ უკვე გამარჯვებული ხარ......მე პირადად მომეწონა, Eს ლამაზი სიტყვები...... Like · Reply · 2 · 10 hrs גולדה מארי შენ გჯერა, რომ ეს სიტყვები, ნამდვილად ამ გოგოს ეკუთნის?! ) Like · Reply · 1 · 3 hrs Nino Kirvalidze · Tbilisi Ivane Javakhishvili State University რუსთავი 2 მა დაგიდგათ ეგ შოუც. ისე კარგად თამაშობ ცირა.რაც შეეხება სოფოს კარგად გამოწვრთნილი მსახიობია.ანუ ერთი "შაიკა" ხართ.ყველაფერზე მიდიხართ რეიტინგი რომ აუწიოთ ვითომ x faqtors. Like · Reply · 10 · 10 hrs Lika Lomidze · Works at კახური ღირებულებები ყოჩაღ ცირა! Like · Reply · 2 · 10 hrs Eka Mirgatia Sheni carsulis tu problemis tu ragacis xalxze tavze moxvevit nu shechame tvini, naklebad ainteresebs eg xalxs imito ro yvelas ragaca gadautania da unaxia... Mixede saqmes da akete is rac unda aketo, sofo zalian kargi adamiania. Nu gaq sakutar tavze didi carmodgena, sheni saxis mimikebit sheni umsgavso moqcevebit da uazro komentarebit ukve dakarge umravlesobis simpatia ro icode.









0
596
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0