სხვა 18 წლის მკვლელის შემზარავი ისტორია და სასტიკი შურისძიება 2012, 2 ივნისი, 19:13 ეს შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 90 -იან წლებში მოხდა. / ემას მშობლები მისი დაბადებიდან რამდენი თვეში განქორწიდნენ. 3 წლამდე გოგონას დედა ზრდიდა, თუმცა უბედური შემთხვევის შედეგად იგი დაიღუპა. საქმე ეხებოდა ხანძარს, რომელიც მათ სახლში გაჩნდა. სამართალდამცავთა განცხადებით ხანძარი სამზარეულოში უყურადღებოდ დატოვებულმა ჩაიდანმა გამოიწვია. დედა დაიღუპა, გოგონა კი სასწაულებრივად გადარჩა, - თუმცა მრავალრიცხოვანი დამწვრობები მის სახეზე აისახა. 3 წლის ემაზე მეურვეობა მამამისს დაეკისრა. ბავშვი იზრდებოდა, და მისი ნაიარევები დღითიდღე შემზარავი საყურებელი ხდებოდა. ემა სახლიდან თითქმის არ გადიოდა. თუმცა 6 წლის ასაკში იგი '''ძალით'' შეიყვანეს სკოლაში.გოგონა მუდვიდი გამუდმებული ზეწოლისა და დაცინვების ქვეშ იყო. 9 წლის ასაკში ემას მამა გაკოტრდა და სმა დაიწყო. შვილს გამუდმებით სცემდა და შემდეგ სარდაფში ამწყვდევდა დასაძინებლად. თუმცა მთავარი მოვლენა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ემას ცხოვრებაში 12 წლის ასაკში მოხდა, როდესაც სახლში მარტო მყოფი ემა 30 წლის მეზობელმა, მამისის ახლო მეგობარმა გააუპატიურა . გოგონა მეორედ გადაურჩა სიკვდილს, თუმცა დამახინჯებულ სახეს მეტყველების უნარის დაკარგვაც დაემატა.შოკურ მდგომარეობაში ემა კლინიკაში გადაიყვანეს, იგი არ ლაპარაკობდა და სამართალდამცავებს დამნაშავეზე არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდა. ემას განკურნების იმედი აღარავის ქონდა, თუმცა 18 წლის ასაკში იგი ფსიქიატრიული სავადმყოფოდან გამოწერეს. 6 წლიანი მკურნალობის შემდეგ ''სასწაულებრივად გამოჯანმრთელებული'' ემა სახლში დაბრუნდა. რამდენიმე კვირაში მამამისი ინფაქტით გარდაიცვალა, რაც არავის გაკვირვებია. იგი ხომ ბევრს სვამდა, ნარკოტიკებს იღებდა და ცხოვრების მიუღებელი წესით ცხოვრობდა. ამიტომაც შემთხვევისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. / 5 თვის შემდეგ უცნობი მამაკაცის გვამი იქნა აღმოჩენილი. ცხედარი სასტიკად ნაწამები იყო, სახე იმდენად დამახინჯებული რომ მისი ამოცნობა ფაქტიურად შეუძლებელი გახდებოდა რომ არა მის ჯიბეში აღმოჩენილი მანქანის გასაღები, რომელიც ალბათ მიხვდებოდით ვისაც ეკუთნოდა. მეზობელი, რომელმაც ემა 12 წლის ასაკში გააუპატიურა მკვდარი იყო. ის ხერხები რომელიც ემამ მის საწამებლად და მოსაკლავად გამოიყენა იმდენად შემზარავი იყო რომ სასამართლო საქმის ოფიციალურად გამოქვეყებულ მასალებში დეტალები არ ფიგურირებდა. თუმცა იმ დროს ემაზე ეჭვი არავის მიუტანია. გოგონას ხომ თავის დროზე არ განუცხადებია მოძალადის ვინაობა, შესაბამისად შურისსაძიებლად ჩამოსაული ემაზე ლაპარაკი ფაქტიურად არც ყოფილა. გამოძიება ჩიხში შევიდა, სამხილების არარსებობის გამო საქმე დაიხურა. რამდენიმე კვირის შემდეგ ზუსტად იმავე ხერხებით ნაწამები კიდევ 2 მამაკაცის გვამი იქნა აღმოჩენილი.მოგვიანებით კი უკვე ასაკში შესული ქალბატონი იპოვეს საკუთარ სახლში სასტიკად მოკლული. ქალაქი სერიული მკვლელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციამ პანიკაში ჩააგდო. ყველა მსხვერპლს მხოლოდ ერთადერთი რამ აკავშირებდათ- ემა. პირველი მისი მეზობელი იყო, 2 მისი კლასელი ხოლო მეოთხე მსხვერპლი მასწავლებელი. ემას გაქცევა არც უცდია. იგი სულ მალე დააკავეს. დაკითხვები თვეები გაგრძელდა, თუმცა უამრავი მცდელობის მიუხედავად მისთვის დანაშაული არავის დაუმტკიცებია. როგორც მოგვიანებით გამომძიებელი იხსენებდა '' იგი მხოლოდ იღიმებოდა''. ემა გაანთავისუფლეს. მეორე დილით კი ჩამომხრჩვალი იპოვეს, მაგიდაზე წერილი იდო, სადაც ემამ დაწვრილებით აღწერა როგორ მოკლა მამისი, მოძალადე მეზობელი, მისი 2 კლასელი რომლებმაც სკოლის ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს და მასწავლებელი, რომელმაც დახმარების სათხოვნელად მისული ემა ოთახიდან გამოგდო. წერილის ბოლოს ეწერა : '' შენთან მოვდივარ დედიკო''' 711 3-ს მოსწონს
|