x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135664
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რატომ დატოვა დარბაზი სოფო ნიჟარაძემ და ვინ დაბრუნდა X ფაქტორში - უპრეცედენტო შემთხვევა!
image
გუშინ, 16 მაისს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში მეგა-შოუ " X ფაქტორის" მორიგი - ე.წ. ორი სკამის ტური გაიმართა. ამჯერად მენტორებმა თითოეულ კატეგორიაში შერჩეული ოთხი კანდიდატიდან ორი დატოვეს.


არჩევანის გაკეთება ოთხივე მენტორს ძალიან გაუჭირდა, რადგან, როგორც აღნიშნეს, ყველა კონკურსანდი საკმაოდ ძლიერი იყო.


მთელი ტურის მანძილზე განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩეოდა მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელმაც საკუთარი გუნდის კონკურსანტების შერჩევისას ცრემლები ვერ შეიკავა და არაერთხელ ატირდა. საბოლოოდ მან თავის გუნდში დათუნა ლაზარიშვილი და გიგი ადამაშვილი დატოვა.

image



თუმცა უფრო მეტი ემოციურობით შეხვდა სოფო გიორგი გაბუნიას გადაწყვეტილებას პოექტში ცირა კობიაშვილის დატოვების შესახებ, რის გამოც მენტორმა თიკა ბალანჩინი და თამარ ჯგუშია გაუშვა. სოფომ გიორგი დაადანაშაულა იმაში, რომ ვოკალურ მონაცემებს ფიზიკური მონაცემები ამჯობინა, და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა მოგვიანებით მაინც დაუბრუნდა თავის ადგილს. აღსანიშნავია ისიც, რომ მალიბუ ტუღუშის გამოსვლამ იმდენად დიდი ეფექტი მოახდინა, რომ ნიკა გვარამიამ, რომელმაც წინა ტურში მისი პროექტში დარჩენა დარბაზის დატოვებით გააპროტესტა, ამჯერად ბოდიშის ნიშნად კონკურსანტს დაუჩოქა და თავისი სიტყვები "რესტორნის მომღერლის" შესახებ უკან წაიღო.

საბოლოოდ გიორგი გაბუნიამ თავის გუნდში ცირა კობიაშვილი და სკანდალური მალიბუ ტუღუში დატოვა.


image


განსაკუთრებით ეფექტური გამოვიდა ნიკა გვარამიას გუნდის კონკურსანტის, მიშა სულუხიას ნომერი, რომელმაც ნამდვილი შოკი გამოიწვია როგორც პერფორმანსით, ასევე შესრულებით. საბოლოოდ კატეგორიაში "ბიჭები 18 წლიდან" მიშა სულუხია და ავთო აბესლამიძე დარჩნენ.


image


ბევრი აღაშფოთა ნინა სუბლატის მიერ ლიზა მებონიას გაშვებამაც, რომელსაც წლევანდელი X ფაქტორის" ნამდვილ აღმოჩენად მიიჩნევდნენ. სამაგიეროდ, მენტორი ვერ შეელია გოგონების ჯგუფს "Teen girls"-ს და ნინი მალხაზიშვილს.


image


თუმცა მთავარი სიურპრიზი მაყურებელს წინ ელოდა!


მას შემდეგ, რაც ოთხივე კატეგორიის შემადგენლობა გაირკვა, პროექტში ყველასათვის მოულოდნელად ახალი, მეხუთე მენტორი გამოჩნდა მუსიკოსი დათო ფორჩხიძის სახით. მან თავის კატეგორიაში დააბრუნა ექვსი კონკურსანტი, რომლებმაც ოთხი და ორი სკამის ტურებში პროექტი დატოვეს და მათგან ორი გუნდი შექმნა. ამგვარად, პროექტში დაბრუნდნენ და კატეგორია "ჯგუფების" შემადგენლობაში შევიდნენ: დათუნა წერეთელი, თიკა ბალანჩინი, თამარ ჯგუშია, მარიამ აკობია, გიორგი ლაფაჩიშვილი და ლუკა ჩაკვეტაძე.


image







1
1313
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1313
  
2016, 17 მაისი, 16:14
ცირკაჩებო , ნუ მაიმუნობთ(მენტორებს)!
0 1 1