მუსიკა სკანდალი გრძელდება-რამდენიმე ქვეყანამ პროტესტი გამოუცხადა "ევროვიზიის" კონკურსს 2016, 17 მაისი, 11:17 "ევროვიზია"-2016-ის შედეგები გააპროტესტა რამდენიმე ქვეყანამ.პეტიციას ამ დროისთვის ხელი მოაწერა უკვე 75 000 ადამიანმა.
პეტიცია გამოქვეყნდა Change.org.-ზე "ჩვენ გვესმის, რომ ხმის მიცემის პროცესი ჟიურის და ტელემაყურებლების მხრიდან არის რთული და ემოციური პროცესი, თუმცა ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ მიმართვას, თვლიან, რომ წელს კონკურსის გამარჯვებული არ არის ის, ვისაც ნამდვილად უნდა გაემარჯვა"-ნათქვამია მიმართვაში. დოკუმენტის ავტორი ერევნელი არტურ ოგანესიანია.მის პეტიციას მხარი დაუჭირეს ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიის, შვედეთის, სერბიის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებმა. მთლიანად პეტიციას ხელი მოაწერა 75 000 ადამიანმა. ამავე დროს მადრიდელმა კრისიტიან გარიდომ იმავე საიტზე შექმნა პეტიცია მოთხოვნით პროტესტის ნიშნად უარი განაცხადოს ესპანეთმა მომავალ "ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობაზე."ეს არის ევროპის დაცინვა" და ნახევარი ევროპა მიხვდა, რომ კონკურსი ემსახურება "პოლიტიკურ ინტერესებს". იგივე მოთხოვნაა აქვთ გერმანელებს.პორტალ OpenPetition-ზე გამოქვეყნდა მიმართვა, სადაც გერმანიას მოუწოდებს აღარ მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში რადგან შედეგები წყდება "არა მხატვრულ დონეზე, არამედ ირეკლავს მხოლოდ პოლიტიკურ ტენდეციებს." შეგახსენებთ, წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა უკრაინელი მომღერალი ჯამალა სიმღერით "1944", რომელიც ყირიმელი თათრების დეპორტაციას ეძღვნებოდა. 664 6-ს მოსწონს 1-ს არა
|