ფეხბურთი ქეცბაია წადი. 2012, 2 ივნისი, 19:16 ყოველთვის მქონდა იმედი რომ ამ ადამიანის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრები რაიმე ღირებულს მაინც შეძლებდა, მაგრამ ყველა იმედი წყალში ჩაგვეყარა.როცა გუნდი ერთი თავდამსხმელით თამაშობს, მაგას გუნდი არ ჰქვია.ანდა რა საქციელი იყო ის რომ თურქეთთან თამაშში 5 წუთითაც კი არ გამოიყვანა ყენია მოედანზე.ან რა მიზეზით გაიყვანა მინდვრიდან თარგამაძე, რომელიც მოედანზე მყოფთაგან ყველაზე საუკეთესო იყო.ანდა რა მიზეზით ათამაშა უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა ფლანგელი მოედნის ცენტრში.ამ დვალიშვილს კიდე რატო ათამაშებს ვერ გავიგე.მგონი მართლა დაგინებული უნდა ჰქონდეს, რომ სანამ არ გაიტანს სულ ძირითადში იქნება, არადა ამ დროს სათადაროგო სკამზე ზის.ბევრად უფრო უკეთესი ლევან მჩედლიძე, როგორც ტექნიკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით.ასეთმა გაუგებარმა ექსპერიმენტებმა საქართველოს ნაკრები დაღუპვის პირას მიიყვანა.ასე რომ თემურ სანამ დროა დროზე წადი.როგორც ფეხბურთელს გაფასებდი, მაგრამ როგორც მწვრთნელი შენ ვერასოდეს იქნები წარმატებული საქართველოში, შენივე ხასიათის გამო.გინებას ბევრი არ მოგითმენს, როგორც ეს მოხდა გოგუას შემთხვევში.მესმის რომ ემოციური კაცი ხარ, მაგრამ ჯობია ეგ ემოცია უფრო დადებითისკენ მიმართო და არა უარყოფითისკენ. 265 4-ს მოსწონს 1-ს არა
|