x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135664
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რაში შეიძლება დაადანაშაულოს რუსეთმა "ევროვიზიის" ორგანიზატორები - სკანდალი მუსიკალური კონკურსის ირგვლივ
image"ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინელი შემსრულებლის, ჯამალას სიმღერა ვერ იქცევა ნამდვილ ჰიტად, მას არავინ მოუსმენს და არავინ წაიმღერებს, - ასეთი აზრი გამოთქვა ფეისბუქის პირად გვერდზე პოპულარულმა რუსმა კომპოზიტორმა და მომღერალმა, იური ლოზამ.


"ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის: ა) ევროპამ მიიღო ახალი "ჰიტი" გამარჯვებულისგან, რომელსაც არავინ არ მოუსმენს, არც დაიმახსოვრებს; ბ) უკრაინამ მიიღო გამარჯვებული, რომელსაც უკვე მერამდენედ, არავინ შეუშვებს ევროვარსკვლავებს შორის", - განაცხადა ლოზამ.


მანვე განმარტა, რომ კონკურსი პოლიტიზირებული იყო. "რუსეთს გაუჩნდა საბაბი გამოთქვას პრეტენზიები ორგანიზატორების მიმართ და მოითხოვოს დაბრუნება თავდაპირველ პოსტულატებთან, რომლებიც ფორმულირებული იყო 1956 წელს, მოცემული კონკურსის დამტკიცების დროს", - წერს კომპოზიტორი. მუსიკოსი ხაზს უსვამს, რომ "ევროვიზიის" თავდაპირველი წესების მიხედვით, სიმღერები "გადაკვრითაც არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკას, რათა არაფრით არ შეურაცხჰყოს ვისიმე გრძნობები".


შეგახსენებთ, რომ "ევროვიზია - 2016"-ის ფინალში გაიმარჯვა უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ, რომელმაც შეასრულა ყირიმელი თათრების დეპორტაციისადმი მიძღვნილი სიმღერა "1944". მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიელმა შემსრულებელმა - დემი იმმა. რუსი სერგეი ლაზარევი კი მესამე ადგილს დასჯერდა.



image

2
664
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
664
  
2016, 16 მაისი, 21:08
პოლიტიზირებული შოუა უდაოდ ეს მტკიცდება უკვე რახანია,ვინცარუნდა გავუშვათ აზრიც არ აქვს,კარგად ჩანს როგორ მაგრად არ ვაინტერესებთ ევროპას და რა უაზროდ ვიქცევით ძალით ,რომ ვთავაზობთ თავს,როცა აქეთ უნდა გვეხვერწებოდნენნ,ან რა გვინდა საერთოდ ევროპისგან ვინმემ იცის??? ცუდის მეტის გადმოღების ნიჭი აშკარაა რომ არ აღმოგვაჩნდა და დანარჩენი იქეთ მისაცემი გვაქვს სხვისთVის,კულტურაც,სარწმუნოებაც და ენაც,ამ დროს ვდგევართ და ვმათხოვრობთ ევროპელობას...
2016, 16 მაისი, 14:42
ნეტა არ უბერავდეთ რა რუსებო..60 წელი არსებობს ეგ კონკურსი..და მაქედან გამოსული ჰიტი და საერთაშორისო ვარსკვლავი არ მახოვს მე..აბბა და სელინ დიონი..ეგ არის და მორჩა..და საერთოდ ამ აღმოსავლეთ ევროპისთვის გახდა ეგ კონკურსი მნიშვნელოვანი თორემ დასავლეთ ევროპაში და მით უმეტეს აშშ-ში ცალ ფეხზე კიდიათ ეგ დიშოვი კონკურსი
0 1 2