კულტურა კუნძული, სადაც მხოლოდ 6 ოჯახი ცხოვრობს! 2016, 16 მაისი, 11:27 ამ სტატიაში გაგაცნობთ ძალიან საინტერესო, დასახლებულ კუნძულს, სადაც მხოლოდ 6 ოჯახი ცხოვრობს. პიტკერნის კუნძულები დედაქალაქი - ედემსთაუნი მოსახლეობა - 47 ადამიანი ![]() პიტკერნის კუნძულებს ასევე მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყანასაც უწოდებენ. რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი ქალაქი, რომელსაც დედაქალაქის სახელწოდება აქვს და ცხოვრობს მხოლოდ 6 ოჯახი. ![]() სამხრეთ წყნარი ოკეანის შუა გულში მდებარე კუნძულს სინამდვილეში ძალიან საიტერესო და დაუჯერებელი ისტორია გააჩნია... ![]() ისტორია ასე იწყება: 1790 წელს დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო გემზე დაიწყო აჯანყება. მეზღვაურებმა გემი ხელში ჩაიგდეს. აჯანყება შედეგიანი გამოდგა, თუმცა სახლში დაბრუნების შანსი აღარ არსებობდა. სიკვდილს გადარჩენილი მეზღვაურები თავს უკაცრიელ კუნძულს შეაფარებენ, რომელიც რუკაზეც კი არ ჩანს, შემდეგ სამხედრო საზღვაო გემსაც მთლიანად დაწვავენ... ![]() კუნძულზე გასულ მეზღვაურების რაოდენობა 8-ს არ აღემატებოდა. სანამ კუნძულზე გავიდოდნენ თან გაიყოლეს 12 ტაჰიტელი ქალი და 8 მონა მამაკაცი. მთლიანად ჯამში 28 ადამიანისგან შედგებოდა კუნძულის პირველი მოსახლეები. ![]() მეზღვაურებს კუნძულზე ქრისტიან ფლეტჩერი უხელმძღვანელებს. კუნძულზე დაბადებული პირველი ბავშვიც მისი შვილი - Thursday October Christian იყო. წლების განმავლობაში აჯანყებულები კუნძულზე არსებობას ახერხებდნენ, როდესაც პატარა ქრისტიანი 41 წლის გახდა, მან 10 კუნძულელთან ერთად ტაჰიტიში გადაცხოვრება სცადა... ![]() მცდელობა კრახით დასრულდა. პიტკერნის კუნძულებზე საკვები თითქმის აღარ მოიპოვებოდა. ტაჰიტიში მგზავრობისას მათ შეეყარათ განუკურნებელი ვირუსი და ადგილზე მისვლისთანავე გარდაიცვალნენ. ![]() პიტკერნის კუნძულები შედგება 4 კუნძულისგან. ესენია: პიტკერნი, ჰენდერსონი, დუჩი და უენო. მაგრამ პიტკერნის გარდა არცერთ კუნძულზე სიცოცხლე არ არის. ![]() ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთ მოშორებულ და წყნარ კუნძულზე სამართლიანი ცხოვრება იქნება... მაგრამ არც ისე! 1996 წელს კუნძულზე იმოგზაურა ექსპერტმა, რომელმაც აღმოაჩინა, კუნძულის მამაკაცები სექსუალურ ძალადობას იყენებდნენ არასრულწლოვანი გოგონების მიმართ. 8 წლიანი გაურკვევლობის შემდეგ, 2004 წელს ახალ ზელანდიის სასამართლომ 6 კუნძულელ მამაკაცს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ![]() 47 კილომეტრ-კვადრატიანი კუნძულს საკუთარი დამწერლობა და ენა აქვს. ისინი საუბრობენ პიტკერნულად, რომელიც ოდნავ განსხვავდება ინგლისურისგან. ![]() 2009 წელს მეცნიერთა ჯგუფი გაემგზავრა პიტკერნის კუნძულებზე. ისინი ვარაუდობნენ რაიმე საინტერესოს აღმოჩენას, თუმცა კუნძულზე ისტორიული ან მნიშვნელოვანი აღმოჩენა არ განხორციელებულა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 527 11-ს მოსწონს
|