სხვა კანადელი პორნო ვარსკვლავი სასტიკ მკვლელობაში ამხილეს 2012, 2 ივნისი, 18:23 Luka Rocco Magnotta-ს, 29 წლის კანადელ პორნო ვარსკვლავს რამდენიმე დღის წინ ბრალი 32 წლის ლინ ჯუნის მკვლელობაში დასდეს, რომელთანაც სამართალდამცავების განცხადებით იგი სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა.
32 წლის ლინი 24 მაისს დაიკარგა, პოლიციაში კი ახლობლებმა მხოლოდ 5 დღის შემდეგ განაცხადეს.
სულ მალე სამართალდამცავებთან გაგზავნილ იქნა ამანათი, სადაც ადამიანის ხელი იყო მოთავსებული. ლუკა როკოზე ძებნა გამოცხადდა. ამავდროულად ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო როგორ ''ანაწევრებდა'' მამაკაცი მეორე მამაკაცს, ფონად კი ''American Psycho ''-ს ერთერთი საუნდრეკი გასდევდა. ამის შემდეგ ლუკას ''Canadian psycho''-ს მოიხსენიებენ. ალბათ მიხვდებოდით ვის მიერ იყო ატვირთული აღნიშნული ვიდეო.
პოლიციელების განცხადებით გაქცეული ლუკა როკო ატარებდა პარიკებს და ქალივით გამოწყობილი დადიოდა ქუჩებში.
ამის შემდეგ ლუკას წარსული დანაშაულებრივი ცხოვრება გამოიკვლიეს. აღმოჩნდა რომ 1991 წელს მას 2 ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი . დღესდღეობით ''კანადელი ფსიქოპატის'' ადგილსამყოფელი უცნობია. ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ იგი საფრანგეთში იყო გაქცეული, თუმცა ჭორები არ დადასტურდა. ძებნა დღემდე მიმდინარეობს 94 2-ს მოსწონს 1-ს არა
|