საზოგადოება ჩემი ცოლის უპირატესობანი 2016, 15 მაისი, 14:53 ჩემ ცოლს წარმოდგენაც არ აქვს, მე რომ ამ საიტზე მასზე საშინელებებს ვწერ, ხოლო ისიც რომ გაიგოს, რომ მე ის არ მიყვარს მგონი ცხვირ-პირს ჩამიმტვრევს.
დღეს მსურს ვისაუბრო მის კარგ თვისებებზე, ხომ უნდა ვიფიქრო იმაზეც, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ის დარეგისტრირდება ამ საიტზე და მომეჭრება თავი (პირდაპირაც და არაპირდაპირაც).
დავიწყოთ იქიდან, რომ როცა ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით, ერთხელ კაფეში ჩემ მაგივრად გადაიხადა 4 ლარი. ეს ერთხელ მოხდა, მაგრამ ხომ მოხდა! მეორე ის არის, რომ როცა სამსახურიდან ვბრუნდები, გადამკოცნის ხოლმე და მელაპაკება 10 წუთი. რა თქმა უნდა ესეც საკმარისია. მესამე ის არის, რომ ის წელიწადში დაახლოებით 2-3ჯერ შემაქებს ხოლმე, რა გამრჯე ხარო! ეს ძალზედ მიხარია ხოლმე. მეტს მე ვეღარ გავიხსენებ, თუმცა მაქსიმუმ კიდევ ერთს ან ორს, მაგრამ ისეთი ქალის ხელში, როგორიც ჩემი ცოლია არაა მოსალოდნელი მეტი და ესეც სრულებით კარგია და საკმარისი. იმედი მე ყოველთვის მაქვს, ახლაც არ ვკარგავ, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი მეორე ნახევარმა უმატა ტელევიზორის ყურებას და სამსახურიდან დაბრუნებულს ხშირად მხვდება მთვრალი, მაგრამ გული აღარ მწყდება, შევეჩვიე! იმედი ყოველ წელს პატარავდება, ახლა იოტისოდენაა, მაგრამ არა უშავს. გამოსწორდება თუ არა არ ვიცი, ვერ ვაკეთებ პროგნოზს. მე ვხვდები, რომ უკეთესი შემეფერება! მესიზმრება ხოლმე ქალი, ლამაზი თმებით, განათლებული და კეთილი იერით და ვითომ მეფერება, მაგრამ სად არის! იმედი იმედად რჩება! 84 1-ს მოსწონს 1-ს არა
|