საზოგადოება ისევ მე 2016, 14 მაისი, 19:50 დავუბრუნდეთ ჩემ ახალგაზრდობას.
5 წლის, რომ ვიყავი მამა დედას გაშორდა, მერე დედას ნერვები ეშლებოდა და ბებიასთან და ბაბუასთან გამიშვა სოფელში. მხოლოდ ისინი მზრდიდნენ კარგად. მე მშობლები იმის მერე აღარ მინახავს.
23 წლის, რომ ვიყავი ბებო გაგიჟდა და პანსიონატში მივაბარე. ბაბუამ ვერ გადაიტანა და რაც დაემართა იმას ვერ ვიტყვი. დავიწყე მარტო ცხოვრება, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ პატარა ფინია ვიყიდე.
25 წლის ასაკში ცოლი შევირთე, მაგრამ მას არ უყვარს ძაღლები და იძულებული გავხდი ფინია მომეშორებინა იქაურობას, ამ მიზნით ის ჩემ მეგობარს მივყიდე. ძალიან დამენანა, მაგრამ რას ვიზავ!
სამწუხაროდ მე, რომ 24 წლის გავხდი ბებო გარდამეცვალა, შემდეგ ფინია. მერე სიდედრს ინფაქტი დაემართა და სამწუხაროდ გადარჩა. სიმამრი კი იცოცხლე ხარივითაა. ჩემი მშობლების ასავალ-დასავალი არ ვიცი. როგორ მენატრებიან! ეჰ! რომ მცოდნოდა რა ცოლი მეყოლებოდა მოვიყვანდი კი არა, მას თუ დავინახავდი გავიქცეოდი! მართლა ოღონდ! ახლა 28 წლისა ვარ, შვილი არ გვყავს. იმედია არ გვეყოლება, თორემ ბავშვი დედას დაემსგავსება! გაშორებას ვერ ვბედავ (მეშინია), ამიტომაც ვეგუები ყველაფერს. მგონი ამომივა ერთხელაც ეს ყველაფერი ყელში და მერე ნახოს. ჯერ არ ამევსო მოთმინების ფიალა! ვიმედოვნებ ყველაფერი შეიცვლება. 33 2-ს მოსწონს
|