სხვა 21 წლის სტუდენტი კანიბალიზმის ბრალდებით დააპატიმრეს 2012, 2 ივნისი, 18:08
21 წლის კენიელი Alexander Kinyua ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, იგი სტუდენტია და რამდენიმე დღის წინ ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის მკვლელობაში, მეორე ხარისხის თავდასხმასა და კანიბალიზმში.
როგორც სამართალდამცავები აცხადებენ მან ჯერ მოკლა და შემდეგ ''შეჭამა'' მისი ოთახის მეზობელი ( სტუდენტი, ვისთან ერთადაც იგი ოთახს ქირაობდა ). შემთხვევა 25 მაისს მოხდა.
21 წლის სტუდენტმა დააშაული უკვე აღიარა. გარდაცვლილის ''დარჩენილი'' ნაწილები მის სახლშივე იქნა აღმოჩენილი.
ალექსანდრეს დადებითად ახასიათებდნენ, მისი ნაცნობები გაოგნებულნი არიან. მას მაღალი ნიშნები ყავდა ყველაფერში, ინტელექტის დონით ერთერთი გამორჩეული იყო თანატოლთა შორის და არაერთი კონკურსის გამარჯვებულიც გახლდათ 66 1-ს არ მოსწონს
|