შოუბიზნესი რომელი ცნობილი მსახიობის ქალიშვილია ფოტოებზე? 2016, 10 მაისი, 21:12 ![]() შოუბიზნესის ცნობილ მსახიობებზე ხშირად ვსაუბრობთ. დღეს კიდევ ერთ მშვენიერ ქალიშვილს გავიცნობთ. სტატიის სათაურში შეგნებულად არ დავწერე ამ ლამაზმანის სახელი, თუმცა პირველ ფოტოზე ნათლად ჩანს მისი გარეგნობა. ![]() ბიანკა ბრი - არის 25 წლის, ცნობილი მსახიობისა და საბრძოლო ხელოვნების ოსტატის, ჟან კლოდ ვანდამის ქალიშვილია.ბავშვობაში, ბიანკა ფიგურული სრიალით იყო გატაცებული, თუმცა სერიოზული ტრავმის გამო, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო. ![]() 5 წლის წინ, ბიანკა მამასთან ერთად, ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა, შემდეგ დიდხანს არ გამოჩენილა. თუმცა, ინსტაგრამზე ატვირთული, შავგრემანი ლამაზმანის ფოტოები, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ![]() ბიანკა დღეს მამის პროფესიას მისდევს, მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე ფილმში, განსაკუთრებულ როლებით გამოირჩევა მამის, ჟან-კლოდ ვან დამის რეჟისორობით გადაღებულ ფილმებში. ბიანკას მამა ძალიან უყვარს, ასე რომ ვთქვათ მამაზე აფანატებს. მაგრამ საინტერესო ფაქტია, ისიც რომ ბიანკა მამის გვარს არ ატარებს. ![]() სუპერვარსკვლავის ქალიშვილი საკმაოდ ტემპში ვარჯიშობს. მას ყოველთვის აქვს ვარჯიშის დრო და მამიკოს ბაძავს. ამჟამად გოგონა სამსახიობო კარიერითაა დაკავებული, თუმცა, როგორც ჩანს, საბრძლო ხელოვნებისადმი სიყვარული მამისგან გამოყვა და სპორტდარბაზშიც დიდი დროს ატარებს. ![]() ბიანკა ბრის ასევე ძალიან ბევრი თაყვანისცემელი ჰყავს. მას ძალიან ბევრ საჩუქარს ართმევენ, თუმცა მამის ერთგული ქალიშვილი პაემნებზე არ დადის და ჯერ არც რჩეული ჰყავს. მისთვის ჯერ სამსახიობო კარიერაა და შემდეგ პირადი ცხოვრება... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 441 9-ს მოსწონს
|