საბუნებისმეტყველო 10 ყველაზე მკვლელი ცხოველი! 2016, 10 მაისი, 14:34 წარმოგიდგენთ 10 ცხოველს, რომლებიც გამოირჩევიან ადამიანის მკვლელობით..
1. ლეოპარდი ყოველწლიურად საშუალოდ 15 ადამიანი ლეოპარდების მსხვერპლი ხდებიან. მათი საშუალო წონა 75 კილოგრამია, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ლეოპარდებს სიმძიმითაც შეუძლიათ ადამიანის მოკვლა. 2. ძროხა ყოველწლიურად საშუალოდ 100 ადამიანი კვდება ძროხების "წიხლის" გამო. ეს შინაური ცხოველი ძალიან უწყინარი ჩანს, თუმცა მის მწყობრობიდან გამოყვანას, შესაძლოა უბედური შემთხვევებიც მოჰყვეს. 3. ძაღლი ყოველწლიურად საშუალოდ 175 ადამიანი კვდება ძაღლის კბენით. ამიტომ უფრთხილდით ძაღლებს, მათი სწორად აღზრდა მნიშვნელოვანია. 4. ჭიანჭველა ჭიანჭველა თითქოს არაფერია, მაგრამ ყოველწლიურად საშუალოდ 200 ადამიანი კვდება ამ პატარა ცხოველების გამო. 5. ლომი ყოველწლიურად საშუალოდ 250 ადამიანი კვდება ლომების თავდასხმების შედეგად. 6. მედუზა შხამიანი მედუზები, ყოველწლირად საშუალოდ 300 ადამიანს კლავენ. ეს წყლის ბინადრები, ზვიგენებზე 15 ჯერ უფრო სახიფათოები არიან. 7. ვეფხვი თუ ვეფხვსა და ლომს შეადარებთ, შესაძლოა დიდი განსხვავება ვერ ნახოთ, თუმცა ვეფხვები უფრო მტრობენ ადამიანებს, ვიდრე ლომები. ყოველწლიურად საშუალოდ 300 ადამიანი კვდება ვეფხვების თავდასხმიდან გამომდინარე. 8. ბუფალო საფარის და ველური ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ბინადარი ადამიანებისთვის. ყოველწლიურად ბუფალოები საშუალოდ 400 ადამიანს კლავენ. 9. სპილო ინდოეთში და აზიის სხვა ქვეყნებში სპილოს მიმართ ადამიანები ძალიან კეთილგანწყობილნი არიან, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად საშუალოდ 500 ადამიანი კვდება სპილოების თავდასხმისგან. 10. ნიანგი ყველაზე საშინელი ცხოველი, რომელსაც შეუძლია მომშინაურებლის შეჭმაც. ნიანგები ყოველწლირად, საშუალოდ 2500 ადამიანს კლავენ. მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 952 12-ს მოსწონს
|