ქალი და მამაკაცი ყველაზე შოკისმომგვრელი წყვილები- ცეროდენა და გულივერი 2016, 10 მაისი, 13:24 ითვლება, რომ მიზიდულობის ტენდენცია ნამდვილად არსებობს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც კარგ გოგოს უყვარდება ცუდი ბიჭი, ან პირიქით. არსებობს შემთხვევებიც, როდესაც ფიზიკურად სრულიად შეუსაბამო წყვილებიც თავს ერთად იდეალურად და რომანტიულად გრძნობენ. სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ის უჩვეულო წყვილები, რომელთაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვიეს.
1. Shaquille O'Neal და Nikki Alexander. NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი Shaquille O'Neal-ი ცნობილია არამრტო სპორტული მიღწევებით, არამედ ფიზიკური კრიტერიუმებითაც. 43 წლის არაჩვეულებრივი სხეულის მქონე მამაკაცი, რომლის სიმაღლე 216 სმ, წონა - 147 კგ-ია, საინტერესოა როგორ ახერხებს და იზიდავს ტანით მომცრო, ცეროდენა გოგონებს? მისი სასიყვარულო ვნებების ერთ-ერთი წევრი, მრავალი სატელევიზო რეალითი შოუს მონაწილე Nikki Alexander-ი სამი წლის განმავლობაში იყო. ნიკკის სიმაღლე მხოლოდ 157 სმ-ია. წყვილის ვნებათა-ღელვა მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა, შემდეგ კი ისინი დაშორდნენ. 2. Владимир Кличко და Hayden Panettiere. უკრაინელი ბოქსიორი Владимир Кличко მხოლოდ 201 სმ-ი სიმაღლისაა, თუმცა ამერიკელ მსახიობ და მომღერალ Hayden Panettiere-სთან ერთად ის ნამდვილ გულივერად გამოიყურება. წყვილის სიმაღლეში სხვაობა 43 სანტიმეტრია, ხოლო ასაკში კი 13 წელი. წყვილი ექსვი წლის მანძილზე ხვდებოდა ერთმანეთს და ქორწილიც კი დაგეგმეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ქორწილი გადაიდო. ბოლოს როგორც გაირკვა, ქორწილის გადადება უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. 2014 წლის დეკემბერში ბოქსიორს ჰიდენმა გაუჩინა ქალიშვილი, რომელსაც კაია-ევდოკია დაარქვეს. 3. Николай და Галина Валуевы. ყოფილმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ცხოვრება ასევე მომცრო ტანის ქალს დაუკავშირა. გალინას სიმაღლე 163 სმ-ია, ხოლო ნიკოლაის კი 213 სმ. მას ხშირად "რუსეთის გიგანტს" უწოდებენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ სიმაღლის სხვაობა წყვილს სულაც არ უშლის ხელს ბედნიერ ცხოვრებაში. 4. William Jewell და Selina Swift. არანაკლებ გროტესკულად გამოიყურება დიდი ბრიტანეთის სტუდენტური წყვილი. უილიამი 213 სმ-ია, ხოლო სელინა 152 სმ. უილიამი გატაცებულია კალათბურთით და ამბობს, რომ სიმაღლე ხელს ბედნიერებაში სულაც არ უშლის, ერთადერთი პრობლემა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ყიდვაა, რომელთა შეძენას ჩვეულებრივ მაღაზიებში ვერ ახერხებს და უწევს სპეციალურად შეიკეროს. სელინა კი უზომოდ ბედნდიერია გიგანტ შეყვარებულთან და ამბობს, რომ ერთად სეირნობის დროს ხალხი ხშირად შეშდება და აშტერდება მათ, მიზეზი რა თქმა უნდა გასაგებია. 5. Elisani Silva და Fransinaldo Carvalho. ამ წყვილის შემთხვევაში სხვაობა სიმაღლეს შორის პირიქითაა. 19 წლის ბრაზილიელი ელისანი სილვა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში იყო 200 სმ, ეხლა კი ის 203 სმ-ია, ხოლო მისი რჩეული ფრანსინალდო კარვალიო 41 სმ-ით დაბალია მასზე. ამ სხვაობას კი წყვილის ბედნიერაში ხელი არ შეუშლია. ბიჭმა წინადადება გაუკეთა შარშან, რაზეც ელისანი უყოყმანოდ დათანხმდა. 6. Derek Wilby და Ari Cooper. ფრანსინალდოს მსგავს სიტუაციაშია ცნობილი პანკ ჯგუფის Sum 41-ის ვოკალისტი Derek Wilby. მისი საცოლე მოდელი Ariana Cooper-ია, რომელთანაც ურთიერთობა მომღერალ Avril Lavigne-თან განშორებისთანავე დაიწყო. არიანა 185 სმ-ია, ხოლო დერეკი კი 165 სმ. მათ სიმაღლეებს შორის სხვაობა მხოლოდ 20 სმ-ია, თუმცა ვიზუალური ეფექტისთვის ესეც საკმარისია. 7. Sultan Kosen და Merwe Dido. 2009 წელს თურქი გლეხი-ფერმერი სულტან კოსენი გინესების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ადამიანი და ის მსოფლიომ გაიცნო. სულტანის სიმაღლე 251 სმ-ია და ხშირად ამბობდა გულდაწყვეტით ინტერვიუების დროს, რომ ყველა ქალი გაურბოდა მასთან ურთიერთობას, მისთვის კი ოცნების ქალი ეპოვა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 4 წლის შემდეგ გაიცნო (წარმოშობით სირიიდან) Merwe Dido, რომელიც 10 წლით უმცროსია სულტანზე. "მე ვიპოვე ჩემი ოცნების მამაკაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ვიქნებით ბედნიერები"- განაცხადა საქორწინო ცერემონიის დროს 21 წლის პატარძალმა. 724 20-ს მოსწონს 1-ს არა
|