სხვა ლუდით დალოცვა 2012, 2 ივნისი, 14:39 რამოდენიმე ძაან ლამაზი სადღეგრძელო
– ______________________________________________
-ეს იმ თვალებს გაუმარჯოს, ენაზე მეტად რომ მეტყველებენ. ............................................................................. სიყვარულის და მეგობრობის სადღეგრძელო სიყვარული ეკითხება მეგობრობას: რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე? ..... მეგობრობა პასუხობს: იმიტომ, რომ დავტოვო ღიმილი იქ, სადაც შენ ტოვებ ცრემლს..... ............................................................................. საქართველოს სადღეგრძელო საქართველოს პირველი ორი ასო რომ ჩამოვაკლოთ დაგვრჩება "ქართველო" მოდი ამ ჭიქით ყველა ქართველს გაუმარჯოს, ქართველოს რომ ორი ასო ჩამოვაკლოთ დაგვრჩება "რთველო" მოდი იმ რთველს გაუმარჯოს სადაც ეს ღვინო დაიწურა, რთველოს რომ ორი ასო გამოვაკლოთ დაგვრჩება "ველო", მოდი იმ ველებს გაუმარჯოს სადაც ქართველმა ვაჟკცებმა მისი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გაწირეს, ველოს რომ ვ ჩამოვაკლოთ დაგვრჩება "ელო", ელო ქართველი დედის სახელია, მოდი ყველა დედას გაუმარჯოს, ელოს რომ ორი ასო გამოვაკლოთ დაგვრჩება ო ო ღმერთო დაგვიფარე სამარადჟამოდ. 1146 1-ს მოსწონს
|