ისტორია იმ ქარცეცხლიან დღეთა მოსაგონებლად - ფოტორეპორტაჟი ბრძოლის ველიდან 2016, 9 მაისი, 20:52 მოგეხსენებათ, რომ 9 მაისს მთელი მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე მოსახლეობა ზეიმობს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - დღეს, როცა საბჭოთა ჯარებმა აიღეს ბერლინი და რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს, თუმცა მანამდე იყო სისხლიანი და ცრემლიანი, უმძიმესი ოთხი წელი.
აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლის ველზე ფოტოკორესპოდენტებიც იბრძოდნენ. მათი გაბედული და რისკიანი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს, გამარჯვებიდან 71 წლის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა ხდებოდა იმ ქარცეცხლიან დღეებში.
დღევანდელ ფოტოკოლაჟში წარმოდგენილი ფოტოსურათები ასახავს ომის დროს მიმდინარე მოვლენებს როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მტრის ზურგში.
ჯარისკაცები ცდილობენ მტრის ცეცხლს გაექცნენ (ომის პირველი დღე) გერმანელების ალყა ბრესტზე 1941 წლის ივლისში პირველი ბრძოლა სამხრეთის ფრონტზე ბავშვები დაბომბვას ემალებიან და შიშით იყურებიან ცაში ტულის მუშათა ბატალიონის მსროლელი საბჭოთა მებრძოლები ცდილობენ მტრის თვითმფრინავის ჩამოგდებას შაშხანებიდან ნასროლი ტყვიებით მოსკოველები საჰაერო თავდასხმას მეტროსადგურ "მაიაკოვსკაიაში" ემალებიან, 1941 წელი გერმანელების არტილერია სმოლენსკთან, 1941 წელი ტყვედ ჩავარდნილი წითელარმიელები, 1941 წელი სატანკო არმიის მეთაური ბრძანებას გასცემს საბჭოთა კავშირის მარშალი ბუდიონი წითელ მოედანზე, 1941 წელი ბრძოლა დონეცკთან, 1942 წელი დასავლეთის ფრონტი, 1941 წლის ოქტომბერი ხიდის სწრაფი ტემპით მშენებლობა დონზე, 1942 წელი ჩრდილო-დასავლეთის ფრონტი ბრძოლა ქერჩის ნახევარკუნძულზე ჰიტლერი და მუსოლინი აღმოსავლეთის ფრონტზე, პოლტავა, 1942 წელი ორჯონიკიძის სახელობის ქარხანაში ბავშვები უფროსებს ცვლიან ჩარხებთან, 1942 წელი გერმანელი სამხედრო ტყვეები, 1942 წელი სევასტოპოლის შტურმი ფაშისტების მიერ დახვრეტილი კიეველების სხეულები შეტევაზე ტანკების კოლონა გამანადგურებლების დაცვის ქვეშ რუსი მაიორი ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის ზეიმი, 1943 წლის 18 იანვარი ქალაქი ბრიანსკი ორი წელი იმყოფებოდა ოკუპანტების ბლოკადის ქვეშ. ქალაქის განთავისუფლების ზეიმი ხარკოვის განთავისუფლება, 1943 წლის აგვისტო კინოსეანსი ბრძოლის ველზე ომის ბავშვები p.s. ვისურვებდი, რომ არასოდეს აღარ იყოს ომი, არ ტიროდნენ დედები, ცოლები, შვილები, დები, ძმები... ვისურვებდი, რომ სიკეთე იმარჯვებდეს ბოროტებაზე და მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხალხებს მშვიდობიანად და მეგობრულად ეცხოვროთ! 169 10-ს მოსწონს 1-ს არა
|