x
image
მანჩო 777
ლეგენდა კამიკაძეზე: სამშობლოს შეწირული თვითმკვლელი - მფრინავების სულისშემძვრელი ისტორია (+16)
ისინი მიწიდან ძრავდნენ თავიანთ თვითმფრინავებს, იცოდნენ რა, რომ სიკვდილის შესახვედრად მიდიოდნენ. კამიკაძეებისათვის ეს იყო გაფრენა მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთი დასასრულით. მეორე მსოფლიო ომის ფრთოსანი თვითმკვლელები -კამიკაძეები შიშის ზარს სცემდნენ ამერიკელ ზღვაოსნებს.

მოდით გავიხსენოთ, საიდან გაჩნდა ეს სასტიკი იაპონური ტრადიცია და ვინ დაუდო მას საფუძველი.


image


1944 წლის შემოდგომაზე იაპონელები მიხვდნენ, რომ ომს უეჭველად წააგებდნენ. იმისათვის, რომ გარდატეხა მოეხდინათ ომის მსვლელობაში, აუცილებელი იყო მკვეთრად შეცვლილიყო ძალთა თანაფარდობა. განსაკუთრებით აფიქრებდათ იაპონელებს ამერიკელების ავიაგამანადგურებლები. 1941-19343 წლებში აშშ-მა წყალში ჩაუშვა 95 ავიამზიდი, ხოლო იაპონიამ კი მხოლოდ 16. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა მოინდომა იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა ტაკიძირო ონიშიმ...



image


ერთნი თვლიდნენ მას ფანატიკოსად, მეორეებს არ უყვარდათ ის მისი მკაცრი ხასიათის გამო, მესამენი კი აღმერთებდნენ ადმირალს და მისი ისე სჯეროდათ, როგორც ღმერთისა. სწორე ტაკიძირო ონიშის მოუვიდა თავში აზრად, გამოეყენებინა თვითმკვლელი მფრინავები მტრის სამხედრო ძალების, განსაკუთრებით კი ავიამზიდების გასანადგურებლად.


image


ონიში წერდა :" ჩემი აზრით, არსებობს მხოლოდ ერთი გზა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ საჰაერო ძალები, რომლებიც ჩვენს განკარგულებაშია. აუცილებელია ჩამოვაყალიბოთ თვითმკვლელების რაზმი გამანადგურებლების სამართავად, რომლის ბორტზეც 250-კილოგრამიანი ბომბი იქნება განთავსებული. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ამერიკული ავიამზიდების მოსპობას".


ამ შემზარავმა და სასტიკმა გეგმამ ბევრი შეაშფოთა, მაგრამ იაპონიის მთავრობა ხედავდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ომის ბედის შემობრუნებისა მათ სასარგებლოდ, ამიტომ ის უყოყმანოდ დათანხმდა ამ მუხანათურ შემოთავაზებას. თვითმკვლელმა -მფრინავებმა მიიღეს სახელწოდება "კამიკაძე", რაც "ღვთაებრივ ქარს" ნიშნავს... მონღოლებმა მეცამეტე საუკუნეში იაპონიის დაპყრობა ორჯერ სცადეს, ორივეჯერ მათი ფლოტი მოულოდნელად ამოვარდნილმა ტაიფუნმა დაამსხვრია და ქვეყანა დამპყრობლებისგან იხსნა. იაპონელებმა ტაიფუნს "კამი კაძი" ანუ "ღვთაებრივი ქარი" უწოდეს. სწორედ აქედან წარმოდგა სახელწოდება "კამიკაძე".


image


იაპონელები ენთუზიაზმით შეუდგნენ უცნაური სამხედრო შენაერთის ფორმირებას. კუნძულ ლუსონის ბაზაზე კამიკაძეების ოთხი სპეციალური ბრიგადა შეიქმნა. მოხალისე მფრინავები მხოლოდ და მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ, რომ მტრის შესახვედრად გაფრენილიყვნენ. ისინი მზად იყვნენ, სიცოცხლე გაეწირათ თავიანთი იმპერატორისათვის. კამიკაძეებმა მალე შემოიღეს თავიანთი ფეტიშები და რიტუალები. ყველა თვითმკვლელს თავზე შემოხვეული ჰქონდა თეთრი ქსოვილის ნაჭერი, რომელზეც მზის წითელი დისკო იყო ამოქარგული.


image


თავის დროზე ასეთ სახვევებს ატარებდნენ იაპონელი სამურაები. ეს ქსოვილი იცავდა შუბლს გაოფლიანებისაგან და თვალებს თმებისაგან. მფრინავი თვითმკვლელები მკაცრად მისდევდნენ სამურაის კანონებს, რომლებიც უშიშრად უყურებდნენ სიკვდილს თვალებში და სასტიკ, გამსჭვალავ მზერას ესროდნენ მოწინააღმდეგეს.


image
ეს იყო გაფრენა მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთი ბოლოთი, რომელსაც უკან დაბრუნება არ ეწერა. თვითმფრინავებიც მხოლოდ ერთი გაფრენისათვის იყო გაკეთებული. მათ ხშირ შემთხვევაში ამზადებდნენ არყის ხის ფანერისაგან, ისინი აღჭურვილი იყო ჩამოწერილი, უვარგისი ძრავებით და მათზე არ იყო არანაირი შეაიარაღება. ეს იყო ერთადგილიანი თვითმფრინავი - კაფსულა, რომელშიც ჩაჭედილ მფრინავს ცოცხლად გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა. საინტერესოა, რომ მაღალი დონის კვალიფიციურ მფრინავებს უარს ეუბნებოდნენ კამიკაძეების როლის შესრულებაზე, თვლიდნენ რა, რომ ისინი საჭირონი იყვნენ ახალ-ახალი მფრინავი-თვითმკვლელების გამოსაზრდელად.


image


კამიკაძეებად ძირითადად ახალგაზრდა ყმაწვილებს ღებულობდნენ, ბევრ მათგანს 17 წელიც კი არ ჰქონდა შესრულებული. უმეტეს შემთხვევაში კამიკაძე ოჯახის მეორე ან მესამე ვაჟი უნდა ყოფილიყო, რადგან იაპონური ტრადიციის მიხედვით, პირველი ვაჟი ოჯახში ითვლება მემკვიდრედ და მათ იაპონურ არმიაში არ იწვევდნენ. სწორედ ამ პირტიტველა ჭაბუკებს ხვდათ წილად სასტიკი ბედი, რომ თავი შეეწირათ სამშობლოსა და იმპერატორისათვის. საგულისხმოა, რომ პილოტი-კამიკაძეების მისაღებ შტაბთან მსურველთა რიგები იდგა. ახალგაზრდა იაპონელები თავისი ფეხით მიდიოდნენ ცოცხალ სასაკლაოზე, რომ სიკვდილის შემდეგ "ღირსეული ვაჟკაცების" სახელი დარჩენოდათ.


image


25 ოქტომბერს კამიკაძეების შენაერთმა პირველად მიიღო გაფრენის ბრძანება. ცხრა თვითმფრინავი ლეიტენანტ უიუკი სეკის მეთაურობით აფრინდა მაბალაკატის აეროდრომიდან და ამერიკული ავიამზიდების შესახვედრად გაეშურა. ოთხი თვითმფრინავი დაცვის როლს ასრულებდა. მათი დანიშნულება იყო დაეცვათ კამიკაძეების გამანადგურებლები, რომ მათ ავიამზიდებამდე შეუფერხებლად მიეღწიათ.


image


კამიკაძეების თვითმფრინავებზე არ იყო არანაირი შეიარაღება, ერთადერთი ბომბის გარდა.... და აი, იაპონელმა მფრინავებმა შეამჩნიეს ამერიკული ხომალდები და დაიწყეს დაბლა დაშვება. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა ხომალდ" სენტ-ლუს" გემბანზე მოახდინა პიკირება და მის კიჩოსთან აფეთქდა. ცეცხლი მთელ გემბანს მოედო და მალე საწვავის ავზი ძლიერი აფეთქების ძალით ცაში აიჭრა. პირველმა კამიკაძემ მიზანს მიაღწია. კამიკაძეებმა კიდევ სამი ამერიკული ავიამზიდი გამოიყვანეს მწყობრიდან... ეს იყო დასაწყისი თვითმკვლელი კამიკაძეების გმირობებისა, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა.


image


ამერიკელები გეგმავდნენ 1945 წლის 1 ნოემბერს იაპონიაში გადაესვათ დესანტი, რომელიც გაანადგურებდა კუნძულზე არსებულ მთელ სამხედრო ბაზას და კამიკაძეების 5225 თვითმფრინავს-ბევრი მთგანი სპეციალურ საფრებში გაფრენისათვის მზადმყოფი იდგა საწვავით სავსე. იაპონიის კაპიტულაციამ ეს გეგმები შეცვალა.


image


1944-1945 წლის განმავლობაში დაიღუპა დაახლოებით 3900 თვითმკვლელი -მფრინავი.

1945 წლის 15 აგვისტოს იაპონიის იმპერატორი ხიროხიტო რადიოთი გამოვიდა და კაპიტულაცია გამოაცხადა. მეორე დღეს, 16 აგვისტოს დილას ვიცე-ადმირალმა ონიში ტაკაძირომ ხელისაუკანკალებლად გამოიფატრა მუცელი. ამას იაპონიაში ჰარაკირი ეწოდება. როგორც წესი, ჰარაკირის დროს მის გამკეთებელს მუდამ ჰყავს გვერდით თანაშემწე, რომელიც მუცლის გაფატვრისთანავე თავს კვეთს მას, რომ თავიდან ააცილოს საშინელი ტკივილებით ტანჯვა და სიკვდილი, მაგრამ ადმირალმა სიკვდილის სხვა გზა აირჩია: მან უარი თქვა თანაშემწეზე და სამედიცინო დახმარებაზე და მარტომ გაიარა ტანჯვის მთელი გზა. ადმირალი 12-საათიანი აგონიის შემდეგ გარდაიცვალა. როგორ გგონიათ, ფიქრობდა ის ტკივილის გარდა სხვა რამეზე ამ მძიმე წუთებში? დიახ, მან მოასწრო და დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელშიც პატიებას თხოვდა დაღუპული კამიკაძეების სულებსა და მათ ოჯახებს.


image


ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი ტრაგიკული ისტორია მოგიყვეთ, რომელმაც შეძრა არამარტო იაპონია, არამედ მთელი მაშინდელი მსოფლიო. ეს ისტორია უკავშირდება ლეინტენანტ ჰაჯიმე ფუჯის: ისიც მფრინავი-კამიკაძე" იყო, ისევ როგორც სხვა უამრავი. ჰაჯიმე დავალებაზე გაფრინდა, მაგრამ მისია ვერ შეასრულა, თვითმკვლელი ვერ გახდა, რადგან სახლში საყვარელი ცოლ-შვილი ელოდებოდა. ახალგაზრდა კაცი სასოწარკვეთილი დაბრუნდა და მომხდარი ცოლს უამბო. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ფუჯი სახლში დაბრუნდა, ცოლის, რაზუკოს წერილი დახვდა, რომელშიც ეწერა, რომ იგი მდინარე არაკავაში თავს იხრჩობდა და თავის ოთხი და ერთი წლის შვილებსაც ახრჩობდა, რომ ქმრისთვის სამშობლოს წინაშე ვალის შესრულება გაეადვილებინა. ფუჯიმ თავისი მისია ხუთი თვის შემდეგ შეასრულა. მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდო და თვითონაც თავი აიფეთქა.


ამ სევდიანი პოსტის დასასრულს მინდა შემოგთავაზოთ უნიკალური ვიდეოკადრები, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ მოქმედებდნენ მფრინავი - თვითმკვლელი კამიკაძეები.




15
1003
21-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1003
  
2016, 7 სექტემბერი, 13:21
თითქმის ყველაფერი ვიცოდი, რაც წავიკითხე, მაგრამ მაინც ყოჩაღ მანჩო:)) იმენად მიყვარს იაპონია, მათზე ხელმეორედ კითხვაც სიამოვნებას მანიჭებს. ალბათ არცერთ ესრს არა აქვს, ასეთი დამოკიდებულება სიკვდილთან და ამაში არ ვგულისხმობ, მხოლოდ კამიკაძეებს. თითქმის ყველა ცემმა საყვარელმა იაპონელმა მწერალმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხელე. ისე, იაპონურ თვითმკვლელობას ჰარაკირი კი არა - სეპუკუ ჰქვია. ჰარაკირი დამახინჯებული, ირონიზებული ფორმაა.
2014, 25 დეკემბერი, 14:42
მაგაშიც მართალი ხართ...ავიამზიდების ნაცვლად დღეს ცოცხალი სამიზნეები გაუჩნდათ
2014, 25 დეკემბერი, 14:40
დღეს არაბი ტერორისტები იყენებენ კამიკაძეებს ფართოდ, რაღა შორს წავიდეთ აგერ ჩეჩნეთში "ხლოპუშკასავით" იფეთქებენ თავს ქალებიც და კაცებიც...
2014, 25 დეკემბერი, 14:24
რა ტქმა უნდა, დღეს უკვე კამიკაძეობა გამორიცხულია და წარსულს ჩაბარდა, მაგრამ იმ დროს კი ააახმაურა მთელი მსოფლიო
2014, 25 დეკემბერი, 14:21
უდაოდ ავანტიურისტული, მაგრამ ძალზე ეფექტური სიახლე იყო იაპონელების მხრივ ამის გაკეთება.
თანამედროვე ავიამზიდზე თავდასხმა ამ ფორმით გამორიცხულია, რადგან:
1. ავიამზიდს გააჩნია მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.
2. ავიამზიდზე განთავსებულია ავიაგამანადგურებლები, რომლებიც რადარიდან მიღებული ინფორმაციის წყალობით მოწინააღმდეგის მოიერიშეს ეგრევე შეუტევენ.
3. თანამედროვე ავიამზიდის კორპუსი ზეგამძლე მასალითაა დამზადებული და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი.
2014, 25 დეკემბერი, 14:14
აი ეს მინდოდა გენახათ..სამხედრო თემაზე წერა არაპროფესინალისთვის ცოტა უხერხულია და მინოდდა მეკითხა, როგორი გამოვიდათქო..ყოველგვარი ლაიქების გარეშე:)
2014, 25 დეკემბერი, 14:12
აი სწორედ ეგ არ მესმის..სამშობლოს დასაცავად ბევრ სხვა ეროვნების ადამიანს გაუწირია თავი, მაგრამ ამ შემთხევაში იაპონია აგრესორი იყო და ეს ბიჭები საკუთარ სამშობლოს სულაც არ იცავდნენ
2014, 25 დეკემბერი, 14:10
ძალზე საინტერესო სტატიაა, როგორ უნდა დაამუშაო ადამიანი ფსიქოლოგიურად ასეთი ნაბიჯი რომ გადადგას ნებაყოფლობით?
2014, 16 დეკემბერი, 12:26
ზუსტად...ბილეთი ერთ მხარეს. მიყვარს ეგ სიმღერა:)
2014, 16 დეკემბერი, 12:20
ლეგანდარული ჯგუფის Boney M-ის სიმღერის ტექსტი გამახსენდა One way ticket, one way ticket to the blues :) ზუსტად მიესადაგებათ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10