სხვა მარილების დაგროვება კისერზე- კისრის ოსტეოქონდროზი! 2016, 9 მაისი, 1:45 კისერზე მარილების დაგროვებას -ხერხემლის კისრის მონაკვეთის ოსტრეოქონდროზს უწოდებენ. ხერხემლის ოსტეოქონდროზი დაავადებაა, რომელსაც ამერიკელმა პროფესორმა ჯ. ჰუიტმა ზურგში ჩასახლებული ჭინკა უწოდა. ადამიანთა მოდგმა ამ დაავადებით მრავალი საუკუნეა იტანჯება. ამის დასტურია ხერხემლის დამახასიათებელი ცვლილებები, რომლებიც ფარაონთა მუმიებსა და რომაელი პატრიციუსების ნეშტებს აღმოაჩნდათ. ურბანიზაციის, მცირე ფიზიკური აქტივობის, კვების არასათანადო რეჟიმისა და ხარისხის, ეკოლოგიური პირობების გაუარესების გამო ხერხემლის ოსტეოქონდროზი დღეს დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ქალებს ეს დაავადება უფრო ხშირად ემართებათ, მაგრამ გამწვავება უმთავრესად მამაკაცების ხვედრია. ოპერაციული ჩარევაც მათ უფრო ხშირად სჭირდებათ. ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალათაშუა დისკები ზიანდება, დეფორმირდება და აშრევდება. განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი. იმის გათვალისწინებით, რომ ხერხემალზე კისრის მონაკვეთი ორგანიზმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, დაზიანებები ამ ნაწილში მთელი ორგანიზმის სერიოზულ დარღვევებს იწვევს. კისერი წარმოადგენს იმ სისხლძარღვების და ნერვების კონცენტრაციის ადგილს, რომლებიც კვებავენ კისრის, სახის და თავის ქალის ქსოვილებს. ამის გარდა, ნერვული დაბოლოებების შევიწროვებისას იწყება თავის ტკივილები, კიდურების დაბრუჟება, კუნთების სისუსტე, სწრაფი დაღლა და ა.შ. თქვენ დაგჭირდბათ: –კარტოფილი –თაფლი; –ნაძვის ზეთი. კისრისთვის მოამზადეთ კომპრესი: წმინდა სახეხზე გახეხეთ უმი კარტოფილი და აურიეთ თაფლში პროპორციით 1 : 1. დაიდეთ კისერზე და ბეჭების სარტყელზე მომზადებული მასის კომპრესი. ზემოდან დააფარეთ კომპრესის ფურცელი, დაათბუნეთ და დააფიქსირეთ სახვევით. კომპრესი გაიჩერეთ 2 საათი. მოხსნისას გაისუფთავეთ მშრალი თბილი ხელსახოცით და წაისვით ნაძვის ზეთი. მკურნალობის კურსი 7- 10 პროცედურაა. ამ მეთოდით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!! შეგიძლიათ გაიკეთოთ სხვა კომპრესი: გაფრცქვენით და გახეხეთ სახეხზე 1 საშუალო ზომის კარტოფილი, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. გამდნარი ერბო, 1 ს.კ. მარილი, 4-5 კბილი გახეხილი ნიორი, 1 ჩკ. კოჭა (იმბირი) და 4-5 ც. გახეხილი ბოლოკი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და გაანაწილეთ დოლბანდზე. დაიდეთ კომპრესი კისრის არეში, დააფარეთ კომპრესის ქაღალდი ან ცელოფანი და თბილად შეიხვიეთ. 2 საათის შემდეგ საფენი მოიხსენით, კანი გაიწმინდეთ თბილი ხელსახოცით და წაისვით სოჭის ზეთი. მკურნალობის კურსი - დღეში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში. გისურვებთ ჯანმრტელობას! 8689 17-ს მოსწონს
|