x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ეგვიპტეში ნაპოვნია არტეფაქტები, რომელიც წინა ცივილიზაციის შესახებ, ინფორმაციას შეიცავს

imageატლანტიდა დაიღუპა და ატლანტიელების შთამომავლებმა ეგვიპტე დააარსეს


ეგვიპტის ხელისუფლება, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას, დაჟინებით უკრძალავს და უძველესი, მნიშვნელოვანი ობიექტების გათხრების საშუალებას არ აძლევს. არქეოლოგიურ კვლევას, მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი სპეციალისტები აწარმოებენ, რაც გარკვეულ შეთანხმებას ვარაუდობს, პოლიტიკურ და სამეცნიერო გაერთიანებებს შორის. რა თქმა უნდა, თუ მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ეგვიპტელებს არაფერი აქვთ საერთო პირამიდებთან, მაშინ ეს დიდად დააზიანებს მათი, როგორც დიდი უძველესი ისტორიის მქონე ერის იმიჯს.

თუმცა, გარკვეული ინფორმაცია, დახურული არქეოლოგიური ექსპედიციებიდან მაინც ჟონავს სოციალურ ქსელებში. ასე, მაგ., დაახლოებით, 5 წლის წინ, ეგვიპტელმა არქეოლოგებმა 12 ობსიდიანის სვეტი აღმოაჩინეს, რომელზეც წარწერები ეგვიპტური ენის უძველესი ფორმით იყო გაკეთებული. ასეთი დამწერლობა ამ სახელმწიფოს ფორმირების პერიოდში გამოიყენებოდა. სვეტებზე ამოტვიფრული ინფორმაცია კი, ნამდვილად რომ გასაოცარია. სამწუხაროდ, ინტერნეტში, ამ არტეფაქტების მხოლოდ ორი ფოტოა გავრცელებული.


imageსვეტზე შეგიძლიათ იხილოთ წარწერები, რომელიც ითარგმნა


ოფიციალურად, ეგვიპტის ხელისუფლებამ, ამ აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება აკრძალა, ამიტომ სრული თარგმანი არ გასაჯაროებულა. ფართო საზოგადოებისთვის, ხელმისაწვდომი მხოლოდ ფრაგმენტებია, მაგრამ ესეც საკმარისია იმის გასაგებად, თუ რაზეა საუბარი.

უკვე დადგენილია, რომ არტეფაქტები წინა ცივილიზაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს. მაგალითად, იეროგლიფებს შორის, შეიძლება მოიძებნოს ინფორმაცია, იმ ადამიანების შესახებ, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივზე, 2-3-ჯერ მეტი იყო. ტექსტიდან ასევე ირკვევა, რომ ისინი ნახევარღმერთებად ითვლებოდნენ და დიდი ცოდნას ფლობდნენ.

გარდა ამისა, ტექსტში ნათქვამია, რომ იმ პერიოდისთვის, ამ არსებების ცივილიზაციამ კრახი განიცადა და მათი ქალაქების უმრავლესობა, უკაცრიელ უდაბნოდ იქცა. ასეთ პირობებში, ოდესღაც დიდი სახელმწიფოს შთამომავლები, დეგრადირდნენ და საუკუნეების შემდეგ, წინაპართა ცოდნაც ნაწილობრივ შეინარჩუნეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მცირედიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ ტერიტორიაზე მოსულ, მომავალ ეგვიპტელებს, მათი დახმარებით, თავისი დროის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცივილიზაცია დაეარსებინათ.

ტექსტში ასევე აღწერილია სახელმწიფო, რომელსაც მომავალი ეგვიპტის ტერიტორია ეკავა. ეს იყო ტექნო-მაგიური ცივილიზაციის კულტურა, რომელიც ატლანტების შთამომავლებმა შექმნეს. ამ სახელმწიფოს მაცხოვრებლები იყვნენ პირამიდების მშენებლები და ასევე, მრავალღმერთიანობის კულტის შემქმნელები, რომელიც შემდგომში, საფუძვლად, ეგვიპტურ მითოლოგიას დაედო.

სამწუხაროდ, ამაზე მთავრდება ინფორმაცია, იდუმალი წინაეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ. მონაცემების ძირითადი ნაწილი გასაიდუმლოებულია. მაგრამ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ძველი ეგვიპტე ცარიელ ადგილზე არ დაარსებულა და ის ქვეყანა იყო, რომლის საფუძველს, უფრო ძველი ცივილიზაციის ცოდნა წარმოადგენდა. ხოლო, ამ ისტორიული საიდუმლოს გამჟღავნების ლოდინი, სავარაუდოდ, ძალიან დიდხანს მოგვიწევს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* 4 წლის იყო სიკვდილს თვალებში რომ ჩახედა და შემდეგ, მისი საფრთხის წინაშე, არაერთხელ ყოფილა...

* ერთხელ 2 "ექიმი" (ჰაუსი და როსი) ერთმანეთს შეხვდა...

* ის უცხოპლანეტელი იყო და შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მუშაობდა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
768
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
768
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0