სხვა რატომ გვინდა სულ ჭამა და როგორ გადავჭრათ ეს არასასიამოვნო პრობლემა? 2016, 8 მაისი, 16:37
ორგანიზმისათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ნაკლებობა, ასევე ძილის რეჟიმის დარღვევა და სტრესული სიტუაციები მუდმივი შიმშილის გრძნობას იწვევენ. როგორ უნდა გადავჭრათ ეს არასასიამოვნო პრობლემა?
1.არასაკმარისი ძილი პროვოცირებას ახდენს შიმშილის ჰორმონის, გრელინის გამოყოფაზე. ხოლო ჰორმონი ლეპტინის გამოყოფა კი რომელსაც საპირისპირო მოქმედება აქვს მცირდება ამ დროს ადამიანის ტვინი გლუკოზის ნაკლებობას განიცდის ამიტომ გვინდება ჭამა. აუცილებელია ძილის რეჟიმის დაცვა, რის შემდეგაც ჭამის სურვილი თანდათან გაქრება.
2.აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ საუზმეს, რომელიც სავსე იქნება ბალანსირებული პროდუქტებით, რათა დღის პირველ ნახევარში ორგანიზმი სასურველი რაოდენობით იღებდეს ცილას.
3.აუცილებელია დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღება. სასურველია ყოველთვის თან ვიქონიოთ სასმელი წყალი და რეგულარულად მივიღოთ. 4.სტრესული მდგომარეობის დროს სისხლში გლუკოზის რაოდენობა მატულობს, ხოლო ინსულინი კი ნორმალურად არ ფუნქციონირებს ამ დროს ორგანიზმში შმშილის გრძნობა ძლიერდება. 5.ადამიანმა ყოველ 4-5 საათში უნდა ჭამოს. ამ რეჟიმით კვების დროს ორგანიზმი კარგად გადაამუშავებს ნახშირწყლებსა და ცილებს რაც ხელს უწყობს ნორმალურ მეტაბოლიზმს, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას რომ საკვები პროდუქტები იყოს ბალანსირებული და შეიცავდეს ყველა საჭირო საკვებ ნუტრიენტებს.( ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს) 6.ცილები იწვევენ მაძღრობის შეგრძნებას, ხოლო მარტივი ნახშირწყლები კი პირიქით სტიმულაციას უწევენ შიმშილის შეგრძნებას.ცილა ადამანის ორგანიზმს ყველა საჭირო ამინომჟავებით უზრუნველყოფს ამიტომ აუცილებელია ორგანიზმს ცილის საჭირო რაოდენობა მივაწოდოთ. მეცნიერების აზრით თუ ყველა აქ ჩამოთვლილ საკითხს გადავჭრით მუდმივი ჭამის სურვილიც აღარ გვექნება. . 1333 1-ს მოსწონს
|