სამოქალაქო კელნში ახალ წელს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ალჟირელი სასამართლომ გაამართლა 2016, 7 მაისი, 10:25 კელნის სასამართლომ გაამართლა ალჟირელი მიგრანტი, რომელიც ბრალდებული იყო ახალ წელს ქალების მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში.
ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, როდესაც დაზარალებულებმა და მოწმეებმა ვერ ამოიცნეს ეჭვმიტანილი. ამასთანავე სასამართლომ მას და მის ძმას წელიწადნახევარი პატიმრობა მიუსაჯა მობილური ტელეფონების მოპარვისთვის. მთლიანად კელნში საახაალწლო ღამეს განხორცილებული სექსუალური ძალადობისთვის ათასამდე საჩივარი შემოვიდა.დააკავეს 100-მდე ეჭვმიტანილი, თუმცა მათგან მხოლოდ ცხრა მიგრანტი გასამართლდა. 125 6-ს მოსწონს 1-ს არა
|